“თბილისში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის რამდენიმე ასეული ერთეული გაჩერებულია, რისი მიზეზიც ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობაა,” – ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მამუკა მუმლაძის თქმით, იმის გამო, რომ ტრანსპორტის ნაწილმა ტესტირება ვერ გაიარა, მიკროავტობუსების 200-მდე ერთეული და ავტობუსების 100-მდე ერთეულია გაჩერებული.
ამასთან, როგორც მუმლაძემ აღნიშნა, ამ ტრანსპორტის ტექნიკური შემოწმება მიმდინარეობს, რათა მათ ტესტირების გავლა შეძლონ.