LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი იტალიაში, სადაც შევხვდი ჩემს ყოფილ კოლეგებს და ნამდვილად სასიამოვნო იყო იმ სიტყვების მოსმენა, რასაც საუბრობდნენ ჩვენს ბიჭებზე, ქართულ ფეხბურთზე“ – კალაძე

156
კახა კალაძე ევრო 2024

რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი იტალიაში, სადაც შევხვდი ჩემს ყოფილ კოლეგებს და ძალიან ამაყი ვარ იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ, ქართული ფეხბურთის მიმართ და ნამდვილად სასიამოვნო იყო იმ სიტყვების მოსმენა, რასაც საუბრობდნენ ჩვენს ბიჭებზე, ქართულ ფეხბურთზე,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„დღევანდელი მთავრობის სხდომა მინდა ისევ ფეხბურთის თემით დავიწყო. არ შემიძლია დიდი მადლიერებით და სიამაყით არ გამოვეხმაურო ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე და იმ ლამაზ სანახაობრივ ფეხბურთს, რითაც ფეხბურთის უამრავი მოყვარულის გული დაიპყრო ჩვენმა დებიუტანტმა გუნდმა.

იყო მოგებაც, წაგებაც, მაგრამ რაც მთავარია, ეროვნულმა ნაკრებმა დიდი და შთამბეჭდავი შედეგი დადო, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ალბათ გულშემატკივრის გარკვეული ნაწილი არც ელოდა. ეროვნულმა ნაკრებმა, შეიძლება ითქვას, სხვა რელსებზე გადაიყვანა არა მარტო ქართული ფეხბურთი, არამედ მთელი საქართველო – გააჩინა თვითრწმენა, მოტივაცია და უფრო დიდი გამარჯვების მოლოდინი. კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არავისზე ნაკლები შესაძლებლობები არ გვაქვს და ტოლს არ ვუდებთ არცერთ საჩემპიონო გუნდს. რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი იტალიაში, სადაც შევხვდი ჩემს ყოფილ კოლეგებს და ძალიან ამაყი ვარ იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ, ქართული ფეხბურთის მიმართ და ნამდვილად სასიამოვნო იყო იმ სიტყვების მოსმენა, რასაც საუბრობდნენ ჩვენს ბიჭებზე, ქართულ ფეხბურთზე. ძალიან საამაყოა.

დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველი გულშემატკივარი ამაყია იმით, რაც ჩვენმა ბიჭებმა გააკეთეს. არ მქონდა ამის შესაძლებლობა და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ფეხბურთელს იმ შრომისთვის, იმ თავდადებისთვის, თავგანწირვისთვის, რაც მინდორზე აჩვენეს. არა მხოლოდ თამაშობდნენ, ლამაზი ფეხბურთი აჩვენეს. სრულიად საქართველო გაახარეს ფეხბურთის თამაშით. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ყოფილიყო წარმატებული და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად მუშაობდა. ყველას განსაკუთრებული წვლილი და როლი აქვს ჩვენი ნაკრების წარმატებით ასპარეზობაში“, – აღნიშნა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები