LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე კომპანიამ სამშენებლო ამნისტიით უკვე ისარგებლა

111

რამდენიმე კომპანიამ სამშენებლო ამნისტიით უკვე ისარგებლა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.

საუბარია 2008 წელს შეჩერებულ მშენებლობებზე, რომლებიც K2 მოსაკრებლისგან და დღგ-სგან უნდა გათავსუფლებულიყვნენ.

„ისარგებლა რამდენიმე კომპანიამ. დაწყებულია მშენებლობა, არა მარტო თბილისში, არამედ ბათუმშიც. დაახლოებით ორი კვირის წინ კიდევ გვქონდა საუბარი ამის თაობაზე ეკონომიკურ საბჭოზე და გადავწყვიტეთ, რომ უფრო აქტიურად წავიდეთ ამ მიმართულებით. არის წინადადებები ამასთან დაკავშირებით“ -განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა მინსტრმა კომპანიების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ეს კომერციული საიდუმლოებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g