თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი აცხადებს, რომ შესაძლებელია კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლება რამდენიმე კვირაში დაიწყოს. ალექსანდრე გოგინავას განმარტებით, პანდემიის დროს დაინფიცირებულთა რიცხვზე მეტი გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა კარგის ნიშანია. მან ამის შესახებ „POSTV“-ის ეთერში ისაუბრა.
„ეპიდემიისა და პანდემიის დროს კარგის ნიშანია, როდესაც გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი დაინფიცირებულ ადამიანებს აღემატება. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ნელ-ნელა პანდემია უკან იხევს და ჩვენ პიკურ პერიოდს ვლახავთ და შეიძლება რამდენიმე კვირაში ახალი შემთხვევების მყარი კლება დაიწყოს“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.