LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე მსხვილი ობიექტი, რომლის პრივატიზებაც 2019 წელს იგეგმება

178
adobestock_68349542

მიმდინარე წელს საქართველოში რამდენიმე მსხვილი ობიექტის პრივატიზება იგეგმება. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სააგენტო „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის მსხვილი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში თბილისში არსებული ობიექტების გარდა, სვანეთსა და ბობოყვათში მდებარე უძრავი ქონებაცაა შეტანილი.

2019 წლის მსხვილი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეტანილია:

  • სვანეთი, მესტია – ლენჰარში მდებარე 37 443 კვ.მ. უძრავი ქონება;
  • ბობოყვათი – აბაშიძის 90-ის მიმდებარე 10 495 კვ.მ. უძრავი ქონება;
  • თბილისი – ცოტნე დადიანის 30 მდებარე 5360 კვ.მ. უძრავი ქონება;
  • თბილისი – ჯავახიშვილის 51-ში არსებული 2096 კვ.მ. უძრავი ქონება;
  • თბილისი – ილია ჭავჭავაძის გამზირი, N 60გ მდებარე 5331კვ.მ. უძრავი ქონება;
  • თბილისი – ყოფილი კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორია;
  • თბილისი – დავით აღმაშენებლის 60-ში მდებარე ყოფილი „მიხაილოვის“ სავადმყოფოს ძველი შენობა;

რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებას, 2019 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში დაგეგმილია დაახლოებით 30 მილიონი ლარის შემოსავლის მიღება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმწიფო საწარმოების განახლებული ფინანსური მაჩვენებლების შეგროვების პროცესი, რის შემდგომაც მოხდება საპრივატიზებო პაკეტების შედგენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g