LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენიმე ოჯახი აშშ-დან უკვე დაბრუნდა საქართველოში. ბედნიერებაა, რომ ჩემი აღზრდილები ქართულად ფიქრობენ და აზროვნებენ…” – რას ნატრობს ცუცა კაპანაძე

254
282a99e9-2127-4f29-b6ef-0048beb13b70

ბოლო წლებში, საქართველო ათასობით ადამიანმა დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. ბევრმა ოჯახმა ბავშვებიც თან წაიყვანა, რაც ჩვენი ერისთვის დიდი დანაკლისია. ემიგრანტი ბავშვები ორ სამყაროს შორის იზრდებიან: უცხო ქვეყანაში ახალი ენა, ახალი სკოლა, უცხო წესები ხვდებათ და სწორედ ამ დროს სჭირდებათ ისეთი ადამიანების თანადგომა, ვისაც ეს ყველაფერი გამოვლილი აქვთ.

როგორ ცდილობენ ქართველი მსახიობები ემიგრანტ ბავშვებს მშობლიური ენის და საქართველოს სიყვარული გაუღვივონ, ამის შესახებ ნიუ-იორკში მცხოვრები, არაერთი ქართველისთვის საყვარელი მსახიობი, ცუცა კაპანაძე kvirispalitra.ge-ს უამბობს.

– ყველამ ვიცით, რომ ამერიკაშიც ბევრი ქართული ოჯახი ცხოვრობს. საბედნიეროდ, ნიუ-იორკში არსებული “ქართული კულტურის ცენტრი” სწორედ აქ მცხოვრებ ქართველ ბავშვებზე ზრუნავს. გამიმართლა, რომ ამ ცენტრის პედაგოგი ვარ – ბავშვთა თეატრში პატარების ჯგუფს ვასწავლი. მე თვითონაც, უკვე 19 წელია, რაც ემიგრანტი ვარ. ჩემი პატარები რომ არა, ემიგრაციაში ცხოვრება ძალიან გამიჭირდებოდა.

– როგორ ფიქრობთ, ეს ბავშვები საქართველოში დაბრუნებას ისურვებენ?

– თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე ოჯახი დაბრუნდა. ერთ-ერთი ნატალიკო კალაძეა, რომელიც აქ დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ ახლა მანდ სწავლობს და გიჟდება, საქართველო ისე უყვარს! არდადეგების დროს ჩამოვიდა, კი უხაროდა, რომ ძველი მეგობრები ნახა, მაგრამ წამოსვლის ხანს გამოგვიცხადა: მე საქართველოში ვბრუნდები, იქ ჩემი კლასელები მელოდებიანო. სწავლა რომ დამთავრდება, კიდევ ერთი ბავშვის ოჯახი ბრუნდება, თან გული მწყდება და თან, მიხარია. ჩემი მეგობრის შვილი, რომელიც ნეიროქირურგიას სწავლობს, ხშირად ამბობს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში ჩამოვა და თავის ხალხს უფასო ოპერაციებს ჩაუტარებს. ამგვარ ფაქტებს რომ ვხედავ, იმასაც ვხედავ თუ რა გულმოდგინედ სწავლობენ ჩემი პატარები ქართულ ლექსებს და სიმღერებს, რაღაცნაირად მჯერა, რომ ეს ბავშვები სამშობლოს დაუბრუნდებიან. ამას ისიც ხელს უწყობს, რომ ბავშვები ზაფხულში საქართველოში მოდიან, იმდენ რამეს ნახულობენ, მათი ბებია-ბაბუებიც ცდილობენ, რომ ბავშვებმა გაიხარონ, ამიტომ, უმრავლესობას საქართველოში ყოფნა ძალიან მოსწონს და უხარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g