LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რამდენიმე საათის წინ მოდერნამ გააკეთა მოხსენება ერთ-ერთი რევოლუციური შესაძლებლობის შესახებ…” – რა ინფორმაციას ავრცელებს ზაზა წერეთელი

721
image-2021-09-10-093040

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ გააზიარა წინასწარი მონაცემები, რომელიც იძლევა შესაძლებლობას კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო ერთიან ვაქცინაზე დაიწყონ მუშაობა.

“რამდენიმე საათის წინ კომპანია მოდერნამ გააკეთა მოხსენება იქ მიმდინარე სამუშაოების შესახებ და ალბათ, ერთ-ერთი რევოლუციური შესაძლებლობის შესახებ.

მათ გააზიარეს პოზიტიური წინასწარი კლინიკური მონაცემები, რომელიც აჩვენებს მათ შესაძლებლობას გააერთიანოს 6 mRNAs 3 სხვადასხვა რესპირატორული ვირუსების წინააღმდეგ 1 ვაქცინაში: COVID-19 გამაძლიერებელი + გრიპის გამაძლიერებელი + RSV (რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი) გამაძლიერებელი.

ასე რომ ე.წ “ტრადიციული” მეთოდი, “ტრადიცულ მეთოდად” კი დარჩა, თუმცა უცნობია რატომ უწოდეს მას საქართველოში ტრადიციული… მაგრამ მეცნიერება ვითარდება და მომავალიც ახლა mRNA ვაქცინებშია, რომლებიც ალბათ უახლოეს მომავალში ასევე “ტრადიციული” მეთოდი გახდება”,- წერს ზაზა წერეთელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g