რამდენიმე საათის წინ რიანამ ახალი ალბომის გარეკანი წარმოადგინა. დისკი, რომელიც მერვე გახდება მომღერლის დისკოგრაფიაში, სახელწოდებას „Anti“ მიიღებს.
დიზაინის ავტორი როი ნაჩუმია. თავად მომღერლის თქმით, ეს საუკეთესო გარეკანია, რაც კი მას ოდესმე ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ ახალი დისკის გამოსვლა ამ დროისთვის უცნობია.