15 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ახალ პროექტზე ,,სსუ”–ზე ისაუბრა.
– ბასა, რამდენადაც ვიცი ძალიან საინტერესო პროექტზე მუშაობდიც, რომელიც სამწუხაროდ გადაიდო…
– მართალაც საინტერესო პროექტი იყო, რომელიც დეკემბრის თვეში უნდა გამართულიყო მონტე-კარლოში, თუმცა გაურკვეველი დროით გადაიდო. გარდა ამისა, კიდევ ერთ პროექტს ვამზადებდით მადრიდში, საქართველოს საელჩოსთან ერთად და სამწუხაროდ ისიც ჩავარდა.
–
– რას გულისხმობს პროექტი ,,სსუ”?
– ,,სსუ” უმნიშვნელოვანესი პროექტია ჩემთვის, ამიტომ ძალიან გამიხარდა, როცა ვიდეომ სულ რაღაც ერთ საათში მოაგროვა 1000-ზე მეტი ნახვა. ბედნიერი ვარ, რომ მეგობრებმა, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდით არიან, ახლაც მხარი დამიჭირეს.
– უამრავი საინტერესო პროექტის ავტორი ხართ, რომელს გამოარჩევთ ყველაზე მეტად?
– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე ვიდეო ნამდვილად მაქვს გაკეთებული, რომლითაც ნებისმიერი რეჟისორი იამაყებდა. სასიამოვნოდ მახსენდება ქართულ ჯართან ერთად გაკეთებული კლიპი, რადგან სრულად განსხვავებული პასუხისმგებლობით შევუდექი მუშაობას. საოცრად ამაღევლებელი აღმოჩნდა ფიცის დადების ცერემონია, გარდა ამისა, ძალიან მომეწონა მონტე-კარლოში მუშაობა და ევროპის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდოს გადაცემის ცერემონიის გადაღება.
– გაქვთ თუ არა საყვარელი ნივთი, რომელიც მამას გახსენებთ?
– ყველაფერი მამას მახსენებს, თუმცა მაგიდის სანათები ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან მამა ძალიან ბევრს მუშაობდა მდა სამათებიც ყოველთვის ჩართული ჰქონდა.
– როგორ შეეგუეთ კარანტინს, ახალი თვისებები, შესაძლებლობები ხომ არ აღმოაჩინეთ საკუთარ თავში?
– სახლში, სადაც სიყვარულის ატმოსფეროა შექმნილი, იზოლაციაც სასიამოვნოა, თუმცა ძალიან გამიჭირდა მეგობრების გარეშე. ვერასდროს დავიჯერებდი, რომ ვირუსი ამდენ საშინელებას დაატრიალებდა, საშინელი ტრაგედია მოხდა, უამრავი ადამიანი დაიღუპა და ყველას ოჯახს მინდა მივუსამძიმრო.
გადაცემის აუდიოჩანაწერი