LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე წელიწადში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა გვექნება: კოვიდვაქცინის შემქნელები

269
ოზლემ თურეჯი

“ვვარაუდობთ, რომ სულ რამდენიმე წელიწადში მზად გვექნება კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები“, – ამის შესახებ ოზლემ თურეჯმა განაცხადა.

ცნობისთვის, თურეჯმა მეუღლესთან, კომპანია BioNTech-ის აღმასრულებელ დირექტორთან, უღურ საჰინთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველმა შექმნა.

უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიის პირობებში BioNTech-ის რესურსები მნიშვნელოვნად გაიზარდა და შედეგად, კომპანიას უკვე აქვს საჭირო სახსრები, რათა ახალი შემართებით დაუბრუნდეს თავდაპირველ მიზანს – კიბოს საწინააღმდეგო საშუალების შექმნას.

ოზლემ თურეჯის თქმით, უკვე არსებობს ექსპერიმენტული ვაქცინა, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე შედეგის პროგნოზირება, მისივე სიტყვებით, რთულია.

“ვვარაუდობთ, რომ სულ რამდენიმე წელიწადში მოხმარებისთვის მზად გვექნება კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები,” – ამბობს თურეჯი.

უცხოური მედიის ცნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ინფორმაციულ რნმ-ზე, იგივე mRNA-ზე დაფუძნებული საშუალებაა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ იმუნურ სისტემაზე მოქმედების იმავე პრინციპის გამოყენება შესაძლებელია კიბოსთან საბრძოლველადაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები