LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენიმე წლიანი ფანჯარა გვაქვს ევროპაში შესასვლელად… ჯერი ჩვენზეა, დარჩება ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი ამ ქვეყნის სათავეში? – დაიხურება ეს ფანჯარაც… დავამარცხებთ – წავალთ ევროპაში“ – სალომე სამადაშვილი განმარტავს, რას ნიშნავს ევროპული არჩევნების შედეგი საქართველოს მოქალაქეებისთვის

141
სალომე სამადაშვილი


„ევროკავშირის მოწინააღმდეგე ფრონტი დამარცხდა, ევროკავშირის შემდგომ გაფართოებაზე ამ ეტაპზე გაგრძელდება იგივე პოლიტიკა“ – ამის შესახებ „ლელოს“ წარმომადგენელი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რას ნიშნავს ევროპული არჩევნების შედეგი, საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები – არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ევროპელების უმრავლესობას ძლიერი ევროპა სურს“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ეძლევა, „რუსულ ხელისუფლება“ ქვეყნის სათავეს ჩამოშორდეს ოქტომბერის არჩევნებით.

სამადაშვილის განცხადებით, ივანიშვილის დამარცხება 26 ოქტომბერს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თანამედროვე საქართველოს მოქალაქემ შეიძლება გააკეთოს მისი ცხოვრების მანძილზე:

„რას ნიშნავს ევროპული არჩევნების შედეგი ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის?

  • ევროკავშირის მოწინააღმდეგე ფრონტი დამარცხდა, ევროკავშირის შემდგომ გაფართოებაზე ამ ეტაპზე გაგრძელდება იგივე პოლიტიკა. ახალ ევროპულ კომისიაში, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მანდატი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტი, სავაურადოდ დიდ და გავლენიან ქვეყნებს ექნებათ პრეტენზია. მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და ევროპული პროექტი-ანუ ევროპა ლისაბონიდან თბილისამდე. ისტორიული შესაძლებლობა გვეძლევა, თუ რუსულ ხელისუფლებას გავაგდებთ ოქტომბერში.
  • სადაც ულტრა მამარჯვენე ძალებმა მოიპოვეს შედარებით მეტი მანდატი (ყველაზე მძიმე შედეგი საფრანგეთშია, ცხადია) ემიგრაციის საწინააღმდეგო პლატფორმა იყო წამყვანი და ზოგადად, ევროპის შიდა სივრცის უკეთ დაცვა. ანუ, მათთვის ვინც ევროკავშირის წევრი არ იქნება, ევროპა შესაძლოა გახდეს უფრო მიუწვდომელი მომავალში. შესაბამისად, როდესაც ივანიშვილის პოლიტიკის გამო შანსია, დავკარგოთ უვიზო მომისვლა, არჩევანი არის მარტივი-ან იქნები ევროპის შიგნით, ან გარეთ, კიდევ უფრო მეტი გამყოფი ბარიერის მიღმა, დაუცველ, ღარიბ სივრცეში.
  • უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება, რუსეთის შეკავების პოლიტიკაც-პრო-რუსულმა ძალებმა ვერ გაიძლიერეს პოზიცია საერთო ევროპულ დონეზე.
    საბოლოოდ კი, ეს არჩევნები გვეუბნება, რომ რამდენიმე წლიანი ფანჯარა გვაქვს ევროპაში შესასვლელად.
    ჯერი ჩვენზეა, დარჩება ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი ამ ქვეყნის სათავეში?-დაიხურება ეს ფანჯარაც… დავამარცხებთ-წავალთ ევროპაში, ოღონდ მხოლოდ ფეხბურთის ჩემპიონატზე არა.
    ივანიშვილის დამარცხება 26 ოქტომბერს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თანამედროვე საქართველოს მოქალაქემ შეიძლება გააკეთოს მისი ცხოვრების მანძილზე.
    ესაა ჩვენი დიდგორი ამ ქვეყნის გადასარჩენად“ – წერს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა.

რას ნიშნავს ევროპული არჩევენების შედეგი ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის? 1. ევროკავშირის მოწინააღმდეგე ფრონტი…

Posted by Salome Samadashvili on კვირა, 09 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები