რამდენიმე წუთის წინ, „ნიღბებით” დახვდნენ და უმოწყალოდ სცემეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს.
„მიშა მშვილდაძე და მე კაი ხანია სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციებზე ვართ, მაგრამ მიშა ძალიან მაგარი ბიჭია. ძალიან კარგი მოქალაქეა მიუხედავად ბევრ რამეში ჩვენი განსხვავებულობისა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამ ვითომ “შემთხვევითი” თავდასხმების ორგანიზატორი ოცნება და სუს-ია. ჰოდა ოცნებაც და სუსიც ამის ჩამდენები ხართ სამარცხვინოები! ასეთი რამეების ჩამდენი ხელისუფლება არის სამარცხვინო და რეალურად განწირული წასასვლელად”, – წერს ელისაშვილი.
„ფორტუნა” მომხდართან დაკავშირებით შსს-ში დამატებით დეტალებს არკვევს.