LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენჯერ აწარმოეთ მოლაპარაკებები პუტინთან, რას მიაღწიეთ? დამნაშავეებთან მოლაპარაკებები არ არის საჭირო, არავინ ელაპარაკებოდა ჰიტლერს: მორავეცკი მაკრონს

645
BeFunky-collage (1)

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონს მიმართავს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის აკრიტიკებს.

მისი სიტყვებით „არავინ ელაპარაკებოდა ჰიტლერს“.

„ბატონო პრეზიდენტო მაკრონ, რამდენჯერ აწარმოეთ მოლაპარაკებები პუტინთან, რას მიაღწიეთ? შეაჩერეთ თუ არა რომელიმე ქმედება, რომელიც განხორციელდა? დამნაშავეებთან მოლაპარაკებები არ არის საჭირო, საჭიროა მათ წინააღმდეგ ბრძოლა. არავინ ელაპარაკებოდა ჰიტლერს. გამართავდით მოლაპარაკებებს ჰიტლერთან, სტალინთან, პოლ პოტთან?“, – განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ პრესკონფერენციაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები