როდის შემცირდება ფასები სამომხმარებლო პროდუქტებზე, რას აკეთებს მთავრობა ინვესტიციების მოსაზიდად, რატომ ჰყავს მინისტრს 6 მოადგილე, როდემდე უნდა გვეშინოდეს მაღაზიაში შესვლის ფასების გამო – ეს იყო ის ძირითადი კითხვები, რასაც დღეს პარლამენტში მისულ ფინანსთა მინისტრს უსვამდნენ. მწვავე კითხვების ნაწილში, ცხადია, ოპოზიცია აქტიურობდა. მათ შორის გამოირჩეოდა რომან გოცირიძე, რომელმაც ლარის სტაბილურობასა და მინისტრის პარლამენტში მისვლას შორის კავშირი დაინახა.
ტალიაშვილი ხუციშვილს: სტაგნაციას ავცდით, პროგრესი თვალსაჩინოა! ქვეყანა უკუსვლიდან ეკონომიკის გაძლიერებაზე გადავიდა
მადლობა გაწეული საქმიანობისთვის“, - მიმართა ფინანსთა მინისტრს თამარ ტალიაშვილმა.
“დღეს რა შეიძლება გაუხარდეს საქართველოში თითოეულ მოქალაქეს? რა თქმა უნდა, ლარის გამყარება და გახარებული ველოდი თქვენ მოსვლას, ბატონო მინისტრო, დარწმუნებული ვიყავი რა, რომ ლარი გამყარდებოდა დღეს. რამდენჯერაც მოხვედით პარლამენტში, რამდენჯერაც მოვიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გაუფასურებული ლარი მყარდება. რა ასეთი ჯადო გაქვთ, რომ თქვენი აქ შემოსვლა მომენტალურად გადაეცემა ფინანსურა ბაზარს?“, – მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრს.
ამ მიმართვას ფინანსთა მინისტრმა ცოტა ხნის წინ უპასუხა: “ნამდვილად არ დავკვირვებივარ ბატონო რომან, ასეთი კორელაცია თუ არსებობდა ჩემს პარლამენტში ვიზიტსა და ლარის კურსის გამყარებას შორის, თუ ასეა, შემიძლია ყოველდღე მოვიდე” – თქვა ხუციშვილმა.
დეპუტატმა ასევე მიმართა ეროვნულ ბანკს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს სავალუტო ბირჟის მიღმა განხორციელებული ინტერვენციების რაოდენობა.
„არ ვიცი ეს თქვენი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დამსახურებაა თუ სხვა რამის, თუმცა ახლა ეროვნულ ბანკს ოფიციალურად მივმართავ, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ინტერვენციების ის რაოდენობა, რომელსაც იგი აწარმოებს სავალუტო ბირჟის მიღმა. ეს არის გასაიდუმლოებული. თვე-ნახევრის შემდეგ ვიღებთ დაჯამებულ რაოდენობას , ოღონდ არ ვიცით, როდის განახორციელა მცირეოდენი ინტერვენციები, რომელიც ლარის რყევებზე გავლენას ახდენს. თუ მხოლოდ პოლიტიკური დადებითი ფონის შექმნისთვის კეთდება ეს, ჯანდაბას, არაუშავს, მაგრამ ასეთი სწრაფი გამყარება და ხტუნაობა შეიძლება ბევრ ეჭვს აღძრავდეს“, – განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, დღეს ლაშა ხუციშვილს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში უსმენდნენ.