საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შოთა არველაძე საჯარო დისკუსიას ერიდება.
მისივე თქმით, შოთა არველაძემ გამოთქვა სინანული, რომ ხელისუფლება ხალხს არ ესაუბრება, თუმცა თავად საჯარო საუბარზე უარს ამბობს.
„თქვენ გახსოვთ რამდენჯერ შევთავაზე სხვადასხვა სუბიექტს, სხვადასხვა ადამიანს დისკუსია… შემდეგ გამოვიდა, მაგალითად, შოთა არველაძე, მან გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ ხელისუფლება არ ესაუბრებოდა ხალხს.
აქაც მას მივმართე, რომ წამოეყვანა 10-12 კაცი, ვის გულწრფელობაშიც იყო დარწმუნებული. აქაც ვნახეთ გარიდება საჯარო დისკუსიიდან. ისევე ეშინიათ მათ დისკუსიის, როგორც გინახავთ ფილმებში, ეშმაკს რომ ჯვარს აჩვენებენ და ისტერიკას რომ უპირისპირებს“, – აცხადებს კობახიძე.