„მზეთუნახავი და ურჩხულის“ წარმატებული სტარტის შემდეგ ცნობილი ხდება ემა უოტსონის ჰონორარის რაოდენობა: ვარსკვლავის ოფიციალური ანაზღაურება 3 მილიონი დოლარი იქნება, რასაც მოგებიდან შემოსული ბონუსებიც დაემატება.
ფილმის წარმატებული სტარტის შედეგად კი, ეს რიცხვი შესაძლოა, 15 მილიონამდე გაიზარდოს, იმ შემთხვევაში თუ ფილმი შეძლებს და „მალეფისენტის“ წარმატებას გაიმეორებს, რომელმაც კინოგაქირავებაში 800 მილიონი გამოიმუშავა.