რომელ ქვეყნებში აქვთ მასწავლებლებს ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები ხელფასი? – მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Euronews სტატისტიკას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებში მასწავლებელთა ხელფასებში მნიშვნელოვანი განსხვავებებია.
როგორც სტატიიდან ჩანს, ყველაზე მაღალი შემოსავალი პედაგოგებს ლუქსემბურგში აქვთ. მას მოსდევს შვეიცარია, გერმანია და დანია. წლიური საწყისი ხელფასი ლუქსემბურგის გარდა, 50,000 ევროზე მეტი მხოლოდ ორ ქვეყანაში, კერძოდ შვეიცარიასა და და გერმანიაში დაფიქსირდა. რაც შეეხება საფრანგეთსა და იტალიას, ამ ქვეყნებში მასწავლებლების ხელფასი გერმანიაში არსებული ანაზღაურების ნახევარს შეადგენს.
ყველაზე დაბალი წლიური ხელფასის მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბულგარეთში დაფიქსირდა. პედაგოგებს დაბალი ანაზღაურება აქვთ ასევე ლატვიაში, სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და პოლონეთში.