LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამენაირად უნდა შევძლოთ განსხვავებული აზრის მიმღებლობა გინების, წყევლის, ბულინგის გარეშე… გვახსოვდეს, რომ ეს ქარიშხალი ჩადგება, ყველა დავმშვიდდებით და ერთმანეთის თვალებში შეხედვის არ უნდა შეგვრცხვეს“ – რას წერს თამუნა გომართელი

507
თამუნა გომართელი

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი თამუნა გომართელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მოქალაქეებს მიმართავს.

თამუნა გომართელი, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა და აზრის მქონე ადამიანებისგან ერთმანეთის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ჯანსაღ სივრცეში ერთად ცხოვრებისთვის, რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითავისოთ:

„მეგობრებო, ახლობლებო, ნაცნობებო, უცნობებო, თანამემამულეებო, ადამიანებო, ზრდასრულო გონიერო ხალხო, თუ გვინდა სრულფასოვან ჯანსაღ სოციუმში ვიცხოვროთ, რამენაირად უნდა შევძლოთ და თუ არ გამოგვდის, ვიმუშაოთ საკუთარ ემოციურ ინტელექტზე, რომ გამოვიმუშაოთ:

1. განსხვავებული აზრის მიმღებლობა გინების, წყევლის, თავდასხმის, ბულინგის, შეურაცხყოფის გარეშე;

2. გავიაზროთ, რომ ყველა, ვინც სხვა აზრზეა, მტერი არ არის;

3. გავითავისოთ, რომ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ უნდა წარვმართოთ მთელი ძალისხმევა და არა საწინააღმდეგოდ;

4. ლანძღვაში და გინებაში კი ნუ გავეჯიბრებით ერთმანეთს, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაში;

5. ნუ გადავკვეთთ წითელ ხაზებს, პატივი ვცეთ ერთმანეთს, პატარაა ეს ქვეყანა და ყველამ ვიცით, ვის როდის რა გაგვიკეთებია ხალხისთვის სასიკეთოც და საზიანოც;

6. გვახსოვდეს, რომ ეს ქარიშხალი ჩადგება, ყველა დავმშვიდდებით და როგორც მინიმუმ, ერთმანეთის თვალებში შეხედვის არ უნდა შეგვრცხვეს.

ბედნიერი დამდეგი შობა ახალი წელი ყველას და მშვიდობა ჩვენს ქვეყანას!“ – წერს თამუნა გომართელი სოციალურ ქსელში.

ნანა ჩაჩუა: „სოცქსელებში ვხედავთ საზოგადოების ერთიანობის დაშლის სათავეს. არიან ჯგუფები, ე.წ. ბაბლები, რომლებისთვისაც არ არსებობს ჭეშმარიტება არც ისტორიაში და არც კონკრეტულ სივრცეში.­..“

ეთერ თათარაიძე: „ასე მგონია, სხვა ქვეყანაში გადამასახლეს… ქართველი კაცი მძინარე მტერსაც არ იმეტებდა მოსაკლავად, ჩვენ კი დღეს ერთმანეთს ისე ვიმეტებთ, ვითომ არაფერი… საქართველო დატოვა სიყვარულმა…“

მეგობრებო , ახლობლებო, ნაცნობებო, უცნობებო, თანამემამულეებო, ადამიანებო, ზრდასრულო გონიერო ხალხო, თუ გვინდა სრულფასოვან…

Posted by Tamuna Gomarteli on ოთხშაბათი, 18 დეკემბერი, 2024

ვიდეო: „მოვა დრო და ეს სიძულვილი სამარცხვინო გახდება, თქვენ თვითონ შეგრცხვებათ“ – გადაცემის „იმედის დღე“ წამყვანები კოლეგების ბულინგზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g