ქსელში ჯგუფ Queen-ის ვოკალისტისადმი, ფრედი მერკურისადმი მიძღვნილი ფილმიდან „ბოჰემური რაფსოდია“ პირველი კადრი გაჩნდა. მასზე რამი მალეკის ნახვა არის შესაძლებელი, რომელიც ლეგენდარული მუსიკოსის როლს ასრულებს.
ფილმი დიდ ეკრანებზე 2018 წლის 25 დეკემბერს გამოვა. ცნობილია, რომ ბენ ჰარდი ფილმში როჯერ ტეილორის როლს ასრულებს, გიტარისტ ბრაიან მეის გვილიმ ლი განასახიერებს, ხოლო ჯოზეფ მაცელო ბასისტ ჯონ დიკონს „გააცოცხლებს“.
პროექტის რეჟისორი ბრაიან სინგერია. ცნობილია, რომ ფილმის მუსიკალურ ფრაგმენტებში თავად მალეკის ხმა იქნება გამოყენებული, ასევე, რა თქმა უნდა, თავად მერკურის ჩანაწერსაც მოვისმენთ.
