ტელეჟურნალისტი, “პირველი არხის” აზერბაიჯანული საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, რამილია ალიევა ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ უჭირდა ქართული ენის სწავლა აზერბაიჯან სკოლაში და როგორი დიდი სურვილი აქვს საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტ მოქალაქეს, რომ ქართული ენა შეისწავლოს.
რამილია ალიევა:
“გილოცავთ ქართული ენის დღეს ❤?
ძალიან მიჭირდა ქართულის სწავლა. აზერბაიჯანულენოვან სკოლაში ვსწავლობდი, სათანადო წიგნები არ იყო… ჯ და ჭ მეშლებოდა სულ ? დედაჩემს ვურეკავდი: “დედა ამ სიტყვაში როგორ დავწერო ჯ ან ჭ? ბაფტით თუ ჭოხით”, ზოგჯერ ახლაც მეშლება, არ მეჩხუბოთ ?? მაგრამ ზმნის ბოლოს დ და თ არ მეშლება ?
გილოცავთ ქართული ენის დღეს! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ნახევარ მილიონამდე მოქალაქემ იცოდეს სახელმწიფო ენა… მათ უნდათ ქართულის სწავლა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ❤ და მჯერა საქართველოს პირველი არხის პროექტი ჩვენი ქართული ენა ამ კუთხით ყველაზე პოზიტიური, სწორი და თანამედროვე ნაბიჯი იქნება”.