LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამხელა ირონიაა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის უსაქმოდ ხეტიალში“ – შალვა პაპუაშვილი

633
შალვა პაპუაშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმაურება და პლატფორმა X-ზე წერს, რომ „ტრამპის ინაუგურაციაზე ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის უსაქმოდ ხეტიალი ირონიაა“.

ფოტოები: დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წინასაინაუგურაციო წვეულებას დაესწრო

„რამხელა ირონიაა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე ექს-პრეზიდენტ ზურაბიშვილის უსაქმოდ ხეტიალში. უყურეთ მის გავრცელებულ შეთქმულების თეორიებს, რომ ტრამპმა პირველი ვადით „არჩევნებში რუსეთის დახმარებით გაიმარჯვა“. ახლა ის მსგავს შეთქმულების თეორიას საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს“, – წერს პაპუაშვილი.

ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს, თბილისის დროით 21 საათზე გაიმართება. ტრამპის ინაუგურაციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის მიწვევით დაესწრება.

გია ვოლსკი: ზურაბიშვილმა ყველას გადააჭარბა, საქართველოს არჩევნების შედეგი რუსეთის ჩარევამ განაპირობა, მაგრამ ვერ ვამტკიცებთო

ირაკლი კობახიძე: „პრეზიდენტ ტრამპს ძალიან ამბიციური გეგმა აქვს გაცხადებული, ეს არის „დიფ სთეითის“ დამარცხება – ამ ბრძოლაში წარმატებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g