გერმანელი მუსიკოსი და საკულტო როკ-ჯგუფ, Rammstein-ის ფრონტმენი, ტილ ლინდემანი საქართველოში კონცერტს გამართავს.
არტისტის მსოფლიო ტურნე, Meine Welt (ჩემი სამყარო) ოქტომბერში აიღებს სტარტს და 11 იანვარს თბილისში, „სპორტის სასახლეში“ გამართული კონცერტით დასრულდება. ბილეთების გაყიდვა 6 ივნისიდან დაიწყება.
ცნობისთვის, 62 წლის ტილ ლინდემანი მეტალის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სოლისტად მიიჩნევა. Rammstein-მა მსოფლიო მასშტაბით 25 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა, მათ ხუთ ალბომს კი პლატინის სტატუსი აქვს მინიჭებული.
როკ-ჯგუფ Rammstein-ის ფრონტმენმა ახალი ვიდეოკლიპი გამოუშვა
პრემიერა: „ბავშვები მძულს“ – ბავშვთა დაცვის დღეს Rammstein-ის სოლისტმა სიმღერა გაავრცელა