გუშინ მედიაში გავრცელდა ცნობა ჯგუფ Rammstein-ის დაშლის შესახებ. მალევე კოლექტივის ოფიციალურ საიტზე ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა:
„იმ ცნობების გათვალისწინებით, რაც დღეს გავრცელდა მედიაში, გეტყვით, რომ Rammstein-ს არ აქვს „საიდუმლო გეგმები“ ბოლო ალბომის გამოშვებასთან ან გამოსამშვიდობებელი ტურნეს გამართვასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისთვის ჯგუფი ახალ მასალაზე მუშაობს.