მიხა პაპა მთას დაუბრუნდა. წასვლამდე ის თავის ნათლიას ილია მეორეს გამოემშვიდობა.
მიხა პაპა უკვე ოც წელზე მეტია 7 სოფლის ერთადერთი მასპინძელია
მთის სოფლის მარტოხელა მოსახლე პატრიარქმა მონათლა
„მთის ამბები“ მიხა პაპას კომენტარს ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ ქალაქს მაინც მთა ურჩევნია, თუმცა კმაყოფილია ამ ყურადღებით და ამბობს, რომ აქამდე, რომ ჰქონოდა ეს მხარდაჭერა, ცუდადაც არ გახდებოდა.
„მთაჩი დავბრუნდი, ქალაქსა აქაობა სჯობს. სუფთა ჰაერია, სიმშვიდეა, ხანდახან ვერტალიოტ ან ნადირ თუ აჩქამდების.
სავსე იყო საავადმყოფო ხალხით. ყველა წამლებს ყლაპს, ყველას რაღაც სტკივ.
რამოდენა მანქნებია თბილისს, რასაცა ეგენი ბოლამენ, კარგ როგორ იქნები? ან რასა სჭამთ, რასა სვამთ?
ცოტ ადრე რომ მასულიყავით და ფინურ ადრე მაგეტანათ ? ავად რა გამხდიდა? 20 წელი მიწაჩი ვიცხოვრე, გამათხრილ სახჩი.
მაინც მთაჩი სჯობს, მთაჩი. რად ეკიდებიან ამ თბილისს? აქეთაც რომ იყვნენ, ცოტა მეტ ხალხ ვიქნებოდით და ეშველებოდა აქაობასაც, მთავრობაც მაგვხედამდა.
მიხა პაპა უკვე ორი კვირაა ავადმყოფობს, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისი საავადმყოფოში გადაყვანა ვერ ხერხდებოდა.
მიხა პაპა ხევსურეთიდან დუშეთის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს
? გზა გვინდ, სინათლე და ტელეფონ. სხვას არაფერს ვითხოვთ, ანდა ვინ იტყვის რასმე, არვინ აღარაა ზამთარს გორშეღმას. მარტუაი ვარ დათვივით, მაგრამ მაინც აქ მირჩევნის ?
მადლობელი ვარ ყველასი, გწყალობდეთ ღმერთი, მთისა და ბარის სალოცავები,“ – ამბობს მიხა პაპა.
ცნობისთვის, ხევსურეთში მყოფ „მარტოკაცებთან“ „მთის ამბები“ ივლისში ტურს გეგმავს.
მიხა არაბული, რომელიც ინტერნეტსივრცეში მიხა პაპას სახელითაა ცნობილი, შეუძლოდ აპრილში გახდა, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისი საავადმყოფოში გადაყვანა ვერ ხერხდებოდა. შემდეგ საქმეში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჩაერთო.
საბოლოოდ ის თბილისში გადმოიყვანეს და უმკურნალეს. ხევსურეთის, გორშეღმის ხეობის 15 სოფლის ერთადერთი მუდმივი მცხოვრები, 77 წლის მიხა არაბული, საავადმყოფოში ყოფნისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მონათლა.
მიხა არაბულს ძველი, ხევსურული სახლი 20 წლის წინ დაენგრა, თუმცა მან, სოფლის ერთადერთმა მოსახლემ გორშეღმის ხეობა მაინც არ დატოვა. ის მიწაში გამოთხრილ უკარფანჯრო მიწურში ცხოვრობდა. “მთის ამბებმა” საზოგადოების მობილიზება და მისთვის სახლის აშენება შეძლო. ამ ამბავმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოიპოვა.