პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი ბოლო ვიზიტებისას არცერთი შეხვედრის დროს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი არ განხილულა.
პრეზიდენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას უცნაური უწოდა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, საიდან მოდის მსგავსი ვარაუდები.
„ძალიან უცნაურ კითხვებს მისვამთ. ახლახან ვიყავი ევროპაში და ამერიკაში, კვირის დასაწყისში დავბრუნდი და არსად, არცერთ შეხვედრაზე არ გამიგია ეს საკითხი ასე დასმულიყოს. როგორც უკვე გითხარით, ვიყავი გერმანიაში, ვიყავი ამერიკაში, მოვისმინე სხვა ჩემი კოლეგების მოსაზრებები და არსად ეს საკითხი დასმული არ ყოფილა. არ ვიცი, საიდან მოგაქვთ?!“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.