LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რანაირი უსამართლო და სევდიანი ქალაქია თბილისი…“ – მცირე რეპორტაჟი საახალწლო სოფლიდან (ფოტოები)

745
news-year-news34345

დათო ქორიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებსა და სტატუსს, რომელიც ახალი წლის სოფელს ეძღვნება.

„ვიფიქრე, ფეხით გავივლიდი, „ახალი წლის სოფელს” ვნახავდი. დგანან ქალები და ყიდიან მიკიმაუსებს, სპაიდერმენებს. მოწყენილები და დაღლილები არიან. ხალხი ჩხუბობს, 7 ლარი სპაიდერმენი რა ამბავიაო, ბავშვები ტირიან, – გვინდაო. მერე ერთმა, ლაივი ჩართეო, მითხრა და ბიძინა დაწყევლა, მეორემ, მაგას “სატანა მიშა” ჯობდაო, მესამემ გაიცინა და ასე… რანაირი უსამართლო და სევდიანი ქალაქია თბილისი. დგეხარ ბუშტებით ხელში, სიცივეში, სახლში გინდა, ნერვები გეშლება ყველაფერზე და უყურებ ჯოხს (ნაძვის ხეს), 305 ათასი ევრო რომ გადაიხადა მერიამ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g