LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Range Rover Evouqe Se 2017 – ლეგენდად ქცეული ბრენდი

როგორც ავტომოყვარულები ამბობენ, ლეგენდად ქცეულ Range Rover-ის მარკის ავტომობილებს სამუდამო სიცოცხლე გარანტირებული აქვთ.

ავტომოყვარულთა ეს შეფასება განსაკუთრებით 2017 უახლეს მოდელზე Range Rover Evoque SE ზე ვრცელდება.

გაუმჯობესებული – 9 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, თქვენს ცხოვრებას უფრო მარტივს გახდის.

5 კარიანი კუპე თანამედროვე, პანორამული შავი სახურავით და ულამაზესი დიზაინით, მოგხიბლავთ როგორც ვიზუალით ასევე ოფციებით.

ოჯახისთვის თუ მეგობრებისთვის, ქალაქში თუ ქალაქგარეთ ავტომობილი საშუალებას მოგცემთ კომფორტულად იმოძრაოთ და მგზავრობისას რელაქსაცია განიცადოთ.

კლიმატ კონტროლი ჰაერის ავტომატური ფილტრაციითა და ცირკულაციით, ნებისმიერ სეზონზე საუკეთესო პირობებს შეგიქმნით.

10.2 დიუმიანი მაღალი რეზოლუციის ეკრანი Touch Screen–ით სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, საშუალებას მოგცემთ ფეხი აუწყოთ აწმყოს და ყველაფერი ერთი თითის მოძრაობით, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აკონტროლოთ.

2017 წლის რენჯ როვერ ევოუქი 2 ლიტრი მოცულობის ძრავით და 150 ცხენისძალით, 0–დან 100 კილომეტრამდე აჩქარებას 9.6 წამში ახერხებს.

საწვავის ხარჯი ქალაქში 7.2  ლიტრია, ხოლო ტრასაზე ეს მოდელი 5.3 ლიტრ ბენზინს მოიხმარს.

გადაცემის ჩანაწერი