იყო წარმატებული ნიშნავს გქონდეს გრძელი გზა გამოვლილი. ხოლო გრძელ გზაზე გავლას სჭირდება ავტომობილი, რომელიც იპყრობს გზებს.
ასეთია ბრიტანული „ლენდ როვერი“ რომელმაც წარადგინა ქროსოვერ „რეინჯ როვერ ველარის“ განახლება.
ცხადია ცვლილება ცვლილებების გარეშე ვერ იარსებებდა. დიზაინში კომპანიამ ცვლილებები შეიტანა. განახლდა წინა ცხაურა და გაჩნდა სუპერ ვიწრო ოპტიკა Pixel LED.
ახალი ოპტიკა დამონტაჟდა უკანა ნაწილშიც და განახლდა ბამპერიც.ხოლო სტოპ-ნიშანი გაიზარდა მთელს სიგანეზე.
კომპანიაში განაცხადეს, რომ მიზნად ჰქონდათ ავტომობილი უფრო დინამიური გაეხადათ.
დამუშავება მოხდა ავტომობილის სალონშიც – შეცვლილია შეფუთვის მასალა და ვხედავთ ახალ მულტიმედია სისტემას მოხრილ ეკრანზე. მწარმოებელი გარანტიას გვაძლევს რომ გაზრდილია კომფორტის ხარისხიც, ვინაიდან ყველა საჭირო ფუნქცია მართვის პანელზეა გამოტანილი, ხოლო მეორადი ფუნქციის გააქტიურებას მხოლოდ ორჯერ დაწკაპუნება დასჭირდება მენიუს ღილაკზე. ამასთანავე სისტემაში ჩართულია eSIM, ხმოვანი ასისტენტი Amazon Alexa და სანავიგაციო სისტემა what3words.
მოდელის ჰიბრიდული ვერსიებმა მიიღეს ახალი ელემენტები 19,2 კვტს ტევადობით, რამაც მათი სვლის მარაგი მხოლოდ ელემენტებზე 64 კმ-მდე გაზარდა. მას ადგილიდან 100-მდე აჩქარება 5,4 წამში შეუძლია.
Range Rover Velar-ის განახლებული ვერსიის შეკვეთა უკვე შესაძლებელია, და მასზე ფასი ევროპაში 69,600 ევროდან იწყება.