LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Range Rover–ის ყველგანმავალი ჰიბრიდად იქცა

139
rngrvrsp

კომპანია Land Rover–მა მოდელი Range Rover განაახლა. ძრავთა ვარიაცებს შორის გაქრა კომპრესირებული V6 და მისი ადგილი ჰიბრიდულმა „ექვსიანმა“ დაიკავა. დამატებით სისტემებს კი ფარების მუშაობის ორი რეჟიმი დაემატა.

3 ლიტრის მოცულობის აგრეგატს 400 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ის Range Rover–ს საშუალებას აძლევს რომ პირველი „ასეული“ 6,3 წამში აკრიფოს. 100 კილომეტრზე მოდელი საშუალოდ 9,3 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ახალი „ექვსიანით“ პიკაპის მაქსიმალური სიჩქარე 225 კმ/სთ–ია.

გარდა ახალი ძრავისა, ყველგანმავალმა ფარების მუშაობის ორი ახალი რეჟიმიც მიიღო. პირველი რეჟიმი – Sign Post Dimming საგზაო ნიშნებს ცნობს და გადაწყვეტილებებს სწორედ მათზე დაყრდნობით იღებს. ხოლო მეორე – tourist mode კი საგზაო მოძრაობას სწავლობს და ფარების მუშაობასაც მას უწყობს.

და ბოლოს, ავტომობილს ფერთა გამაც შეეცვალა. გაჩნდა ნაცრისფერი ფერის ორი ტონალობა – Eiger Grey და Corris Grey, ასევე სიახლის სახით მწარმოებელმა ავტომოყვარულებს ახალი ცისფერი – Porfotino Blue–ც შესთავაზა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g