LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას აცხადებს შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

388
BeFunky-collage (2)

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს, სპეკულაციას უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ასეთი სპეკულაცია ბევრჯერ ყოფილა“ და „სპეკულაციებზე კომენტარს“ ვერ გააკეთებს.

რაც შეეხება მედიის მიერ დასმულ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აღარ ჩანს ბიძინა ივანიშვილი და ჰქონდა თუ არა მას ბოლო პერიოდში კომუნიკაცია პარტიის რომელიმე ლიდერთან, პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ამ თემით არ დაინტერესებულა.

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, რათა აქტიურად იყოს ჩართული პარტიულ საქმიანობაში და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g