LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ამბობს მამაკაცი, რომელმაც პროკურატურის ცნობით, 4 თვის ჩვილის გვერდით მძინარე ცოლი, დანის 19-ჯერ ჩარტყმით მოკლა – 34 წლის გიორგი კავლელაშვილმა,14 თვიანი დუმილი, სააპელაციო განაჩენის გამოცხადებამდე დაარღვია

689
ბრალდებული კაველაშვილი

მკვლელობის უმძიმესი ისტორია – ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც პროკურატურის ცნობით, 4 თვის ჩვი­ლის გვერ­დით მძი­ნა­რე ცოლს დანა 19-ჯერ ჩა­არ­ტყა და მოკ­ლა, 14 თვი­ა­ნი დუ­მი­ლი და­არ­ღვია.

კურიერი P.S-ის ცნობით, დაკავებულმა განაცხადა, რომ 20 წელი სამართლიანად მიუსაჯეს, თუმცა განმარტა, რომ დანაშაული გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია.

უმძიმესი ამბავი, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა, 2024 წლის 9 იანვარს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა გიორგი კავლელაშვილმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა, ცოლის მკვლელობაში მსჯავრდადებული გიორგი კავლელაშვილი საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის მოტივით გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გაამართლა, თუმცა მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა ითხოვს, უვადო პატიმრობასთან ერთად, მკვლელი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის ჩადენის ნაწილშიც დამნაშავედ ცნონ. მოკლული ქეთი ედიბერიძის ოჯახიც გიორგი კავლელაშვილისთვის უვადო პატიმრობას მოითხოვს.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს უზენაესი სასამართლო, 6-თვის ვადაში გაირკვევა.

მანამდე კი 34 წლის კავლელაშვილმა დუმილი სხდომათა დარბაზში დაარღვია. კადრებს სხდომიდან „კურიერი • P.S“ ავრცელებს:

„დანაშაული ფსიქიკური და ემოციური აშლილობის ფონზე ჩავიდინე. სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და გამამართლა. სამართლიანად მომისაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა“, – განაცხადა მან, თუმცა აღნიშნა, რომ მკვლელობა გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g