LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ამბობს პრემიერი ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციაზე

95

ეს არის ძალიან უსამართლო ბრალდებები იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა, ფაქტობრივად, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მიიყვანეს და დღეს ბრალს გვდებენ, რომ ჩვენ, თურმე, ქვეყნის საწინააღმდეგო რაიმე ქმედება განვახორციელეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს, მედიაში, ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თუ იქნება საკმარისი მასალა გამოძიების ჩასატარებლად, გამოძიება შედგება. პრემიერი მთავარ პროკურორსაც ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ თავდაცვის უწყებიდან, აღნიშნულ საკითხზე არც ერთი მიმართვა არ მიუღიათ.

„მე დავინტერესდი ამ საკითხით. ჩვენ ვალდებული ვართ, საზოგადოებას პასუხები გავცეთ, ხაზს ვუსვამ – საზოგადოებას, თუმცა, არა – იმ ადამიანებს, განსაკუთრებით მხედველობაში მყავს პოლიტიკოსები, რომლებმაც, ბევრი გაუაზრებელი ქმედებით, ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენეს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სამხედროებს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ პოლიტიკოსებს. ამიტომ, თუ იქნება საკმარისი მასალა იმისთვის, რომ გამოძიება ჩატარდეს, ეს ასეც მოხდება და საზოგადოების კითხვებს პასუხებს გავცემთ, მაგრამ, როგორც მე მეჩვენება, ეს არის იმ კამპანიის გაგრძელება, როდესაც რაღაცას დაგაბრალებენ და მერე პასუხი უნდა გასცე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g