LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ამბობს ქმართან დაკავშირებით ნინო ჩხეიძე: „ძალიან რთულია, როდესაც 10 წელი უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობ… ნამდვილად არ არის საჭირო და საინტერესო ამდენი ქექვა ადამიანის პირად ცხოვრებაში…“

3930
394d2bcc-e911-4b5d-8bd5-3483d91d1938

ნინო ჩხეიძე ჟურნალ „სარკეს“ (8 ოქტომბრის ნომერი) თავისი პირადი ცხოვრების შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხობს.

საზოგადოებამ თქვენი პოსტი, სადაც გიორგის მადლობას უხდით და წარმატებას უსურვებთ მიიღო, რომ თქვენ ერთმანეთს დაშორდით. ამის მერე ინტერვიუში ამ თემაზე კომენტარიც გააკეთეთ, მაგრამ ბუნდოვნად. მოკლედ, ვერ გავიგეთ, თქვენ და გიორგი ერთად ხართ თუ არა.

არ ვიცი ეს ჩემი პლუსია თუ მინუსი, მაგრამ ყოველთვის იმას ვამბობ, რაც იმ მომენტში ხდება ჩემს ცხოვრებაში. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მე და გიორგის არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ, წლებია, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. ეს, ვისაც როგორ უნდა, ისე მიიღოს.

ასეთი პასუხი უფრო მეტ კითხავს ბადებს.

ნამდვილად არ არის საჭირო და საინტერესო ამდენი ქექვა ადამიანის პირად ცხოვრებაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე და გიორგის ამ ეტაპზე არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, უბრალოდ, ვცხოვრობთ სხვადასხვა ქვეყანაში.

თუმცა იყო პერიოდები, როდესაც ერთმანეთს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ხვდებოდით და ერთობლივ ფოტოებსაც ხშირად იღებდით.

ეს ყველაფერი ადრე იყო, მაგრამ ძალიან რთულია, როდესაც 10 წელი უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობ. გიორგისთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, ის ყველაზე დიდი მხარდამჭერია ჩემთვის. ახალ საქმეს ვიწყებ და ამაშიც ძალიან გვერდში მიდგას. მეხმარება საჭირო კონტაქტების მოძიებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g