LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ამბობს ქვეყნის პრემიერი პატრიარქის ეპისტოლეზე

116
baxtadze

პრემიერ-მინისტრი პატრიარქის ეპისტოლეს ეხმაურება. მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ილია მეორემ მთავარი აქცენტი  სამშობლოს სიყვარულზე, ურთიერთშენდობასა და პატრიოტიზმზე გააკეთა. პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი ქართველ ერს ძალინ სჭირდება.

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას, განსაკუთრებით კი საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

“ყველა ქრისტიანს, ყველა მართლმადიდებელს, ჩვენი სამშობლოს ყველა მოქალაქეს მინდა მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ვუსურვო სიყვარული, ბედნიერება, ურთიერთთანადგომა და ყველაფერი საუკეთესო”, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერი სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმსახურებთან ერთად ჩაატარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები