გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ზურა ხაჩიძე ესტუმრა.
ზურიკო, შენ ძალიან აქტიური ხარ” ქუჩის ბიჭების” დანარჩენი წევრებისგან განსხვავებით, როგორ ხარ?
მადლობა, რომ გვაძლევს ”არ დაიდარდო” საშუალებას ჩვენი ნამუშევარი წარვადგინოთ. მინდა ავღნიშნო, დაჯილდოების ცერემონია ”ოქროს ტალღა”, რომელიც აბსოლუტურად ობიექტურად ჩატარდა. სიმღერას ”ნამი ველს” ნამდვილად ეკუთვნოდა ”წლის სიმღერის” ნომინაციის ლიდერობა, ბავშვებმაც კი იციან. მინდა, ნიაზ დიასამიძეს გამარჯვება მივულოცო. ორგანიზება, გამარჯვებულები, ქრონომეტრაჟი, წითელი ხალიჩა, კონცერტი -ყველაფერი იდეალურად იყო გაკეთებული. ყოფილა დაჯილდოების ცერემონიები, სადაც 4-5 საათი ვეღარ გამოვდიოდით. დიდი მადლობა ”რადიო ჰოლდინგ ფორტუნას”, ყველა მის მუსიკალურ ხელმძღვანელს. მომენატრეთ ძალიან, გერმანიაში მომიწია ყოფნა. როდესაც დრო მქონდა, ”არ დაიდარდოს” ინტერნეტში ვუსმენდი ხოლმე. ვიყავი ბერლინში ჩემს მეგობართან, ნოე ლომინაძესთან. ვიყავი ასევე მიუნხენში, რესტორან ”მარანის” მეპატრონემ დამპატიჟა და ის გეგმავს კიდევ ბევრი ქართველი მომღერალი მიიწვიოს. ძალიან თბილი საღამო იყო. ნოესთან ერთად ვიმღერე დუეტი ”დამაბრუნე სახლში”. მივუძღვენით ყველა ომში დაღუპულ ქართველ ახალგაზრდას. მაყურებელი ფეხზე ადგა, წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ მათ სულებს. დიდი ემოცია იყო ძალიან… იყო შემოთავაზება, რომ ვიმღეროთ გერმანულ, ან ინგლისურ ენაზე და იქაურ რადიოებში დატრიალდეს. გერმანიაში, ერთ-ერთ პარკში მუსიკის ფესტივალზე ვიმღერეთ მე და ნოემ ეს სიმღერა ქართულად, დევს კიდეც ინტერნეტში.
ლამაზი გოგონების ფოტოები შევნიშნე შენი ”ფეისბუქის” გვერდზე…
კი, სიმღერაზე ”შეგვახვედრებს ბათუმი” კლიპი გადავიღე. ”არ დაიდარდოს” ”იუთუბის” არხზე დევს კლიპი და 100 000-მდე ნახვა აქვს. თუმცა, ეს არ არის ის შედეგი რაც ჰქონდა ”ღამის სიზმარს”, ”არ დაიდარდოს” არხზე მისი ნახვები 3 00 000-ს აღწევს. ”ღამის სიზმარი” ბერძენი კომპოზიტორის მელოდიაზეა შექმნილი.
ალბომზე თუ მუშაობ?
ალბომი მზად მაქვს. ტექნიკური დეტალებია დარჩენილი, სექტემბრისთვის მზად იქნება. ალბომში შევა ვიდეოებიც და ჩემი ინტერვიუებიც. სიმართლე გითხრა, ვერ ვხედავ ალბომის საჭიროებას. მაღაზიებში დისკები არ იყიდება, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მომღერალი. მიუხედავად იმისა, რომ მატერიალური დაინტერესება არ მაქვს, ალბომს მაინც გამოვცემ. მუსიკოსის ყველაზე დიდი დაფასებაა, მისი დისკი შეიძინო.
მახსოვს ”ქუჩის ბიჭების” დაბრუნება მას შემდეგ, როდესაც ”გაგაჩუმეს”… დღეს რა ხდება ”ქუჩის ბიჭებში”?
15 აგვისტოს, ბათუმის კორტებზე გვექნება ლაივ შოუ კონცერტი მერაბ სეფაშვილთან ერთად. რომელიც ”Check in Georgia”-ს ფარგლებში ტარდება. ჩვენ უკვე ვრეპეტიციობთ, გურამიკოსაც გავუგზავნეთ ლაივ ბენდის არანჟირებები და მეცადინეობს, დიდი იმედი გვაქვს, ჩამოვა. რომ გვეკითხებიან, რატომ არ აქტიურობთ, მე მაქვს პასუხი – ჩვენ ვმღერით სხვადასხვა რესტორნებსა და კლუბებში. თუ კლუბში გვაქვს კონცერტი, სხვა რეპერტუარი გვაქვს, რესტორანში კი სხვა.
ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…
ვაჟა დურგლიშვილმა რატის პირველი კლიპის პრეზენტაციაზე მითხრა, ჩემთან მოდი და ერთი სიმღერა ავარჩიოთო. მართალია მასთან ვერ მივედი, მაგრამ მე და გელა გნოლიძეს გაგვიჩნდა იდეა ”გულმართალი კაცი” გაგვეკეთებინა, რომელსაც მღეროდა რობერტ ბარძიმაშვილი. სეუ ს
ტუდიაში, ზაზა ხუბუკელაშვილთან ჩაიწერა სიმღერა, დიდი მადლობა ვაჟა დურგლიშვილს რომ ასეთი მაგარი სიმღერა აქვს. ტექსტი ეკუთვნის ნუგზარ ერგემლიძეს.
ზურა ხაჩიძე – გულმართალი კაცი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები