LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას დაეფუძნება თბილისში ტრანსპორტის განვითარების მოდელი?

83

,ქორთიარდ მარიოტში” ტრანსპორტის სფეროში დედაქალაქში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით ჩატარებული შინამეურნეობის კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევის შედეგად შეიქმნა საინფორმაციო ბაზა ქალაქის რაიონებს შორის მგზავრნაკადებისა და გადაადგილების კორიდორების შესახებ.

კვლევის მიზანია არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია, რათა შემუშავდეს ღონისძიებები ტრანსპორტის მუშაობის გასაუმჯობესებლად.

როგორც კვლევის პრეზენტაციაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ახალი ავტობუსების და სხვა ტრანსპორტის განვითარების მოდელი სწორედ ამ კვლევას დაეფუძნება.

“ძალიან საინტერესო კვლევა ჩატარდა, რომელიც მომავალში საფუძვლად დაედება ჩვენს მიერ იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რაც სატრანსპორტო სისტემის ცვლილებებთან იქნება დაკავშირებული. 6000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა თბილისში, რაც მიუთითებს კვლევის მაღალ სანდოობაზე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კვლევითი პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისის მერიასთან შეთანხმებით 2016 წლის აპრილ-ივნისის პერიოდში განახორციელა.

კვლევა ჩატარდა აზიის განვითარების ბანკის სესხით მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (სუტიპი) ფარგლებში მგფ-ს მიერ შერჩეული ერთობლივი საწარმოს „სისტრა“-სა (საფრანგეთი) და „გორბი“-ს (საქართველო) მონაწილეობით. კვლევის პროცესში მოხდა 6,000 შინამეურნეობის (ოჯახის) გამოკითხვა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.

კვლევის ანგარიში „სისტრამ“ წარადგინა. პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, აზიის განვითარების ბანკის და სატრანსპორტო სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g