საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 46 % ფიქრობს, რომ რუსეთის მიერ სამგზავრო ფრენების აკრძალვა უარყოფითად აისახება საქართველოში ტურიზმზე, მაგრამ ტურისტული ინდუსტრია დაძლევს ამ გამოწვევას, – ამის შესახებ საუბარია NDI-ის კვლევაში.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 34 % ფიქრობს, რომ ეს აკრძალვა უარყოფითად აისახება ტურიზმზე და ტურისტული ინდუსტრია ვერ დაძლევს ამ გამოწვევას. მხოლოდ 1% ფიქრობს, რომ ეს აკრძალვა დადებითად აისახება ქართულ ტურიზმზე, ხოლო 9 %-ის აზრით, ამ აკრძალვას არ ექნება გავლენა ქართულ ტურიზმზე.
გამოკითხული მოსახლეობის 9 %-მა არ იცის პასუხი აღნიშნულ კითხვაზე, ხოლო 1 % უარს ამბობს კითხვაზე პასუხის გაცემისგან.