LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ფიქრობთ დავით აღმაშენებლის ძეგლის დაბრუნებასთან დაკავშირებით? – ლადო კახაძის „გულუბრყვილო“ შეკითხვები, რომელიც ვირუსულად გავრცელდა

101
ლადო

ის,  საყვარელი, შეიძლება ითქვას, სანდომიანი, 70 წელს გადაცილებული დეპუტატია. ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში და ამის წყალობით ყველაზე უხუცესის ტიტული მიიღო.

ინტერვიუზე როცა ურეკავ, ყოველთვის თავად სვამს პირველ კითხვას: როგორ ხარ, ბაბუ?

ალბათ უკვე მიხვდით, ლადო კახაძეზე გიყვებით, რომელიც როგორც მისი ყოფილი პაციენტები ამბობენ, ძალიან კარგი ექიმი იყო, მაგრამ პოლიტიკას დაუბრუნდა.

პარლამენტში  გულუბრყვილო და ზოგჯერ, უცნაურ კითხვებს სვამს, რომელსაც სოციალურ ქსელში ხშირად მოჰყვება გამოხმაურება.

 

გთავაზობს, მისი „უცნაური კითხვების“ ნაკრებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოში უპასუხოდ რჩება ხოლმე. 

  • რას ფიქრობთ სასმელი წლის სახელმწიფო პროგრამის შექმნაზე? – დეპუტატის შეკითხვა გიორგი გახარიას ეკუთვნოდა.

  • ჩვენთან შიმშილით სიკვდილის შემთხვევა არსებობს? –  კითხვა მან ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს დაუსვა.

  • რას ფიქრობთ დავით აღმაშენებლის ძეგლის თავის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით? -ჰკითხა მან გიორგი გახარიას 2020 წლის 26 ივნისს, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძოდა.

  • 2003 წლიდან ვამტკიცებ, რომ რუსებმა გააკეთეს 2003 წლის ე.წ ვარდების რევოლუცია.- ამბობს დეპუტატი ვარდების რევოლუციაზე საუბრისას.

  • სააკაშვილი წყალში იხრჩობოდა, მსოფლიო ოკეანეში დარჩა მარტო და უკრაინამ, როგორც ქართველს, მოქალაქეობა მიანიჭა.- აღნიშნა მან, როდესაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა.

 

მისი პარლამენტში ქცევა ხშირად გავრცელბულა სოციალურ ქსელში ვირუსულად.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g