LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას გააკეთებენ ობამები თეთრი სახლის დატოვების შემდეგ

87

ბარაკ და მიშელ ობამები რამდენიმე კვირის განმავლობაში დილის 7 საათზე აღარ გაიღვიძებენ.

„ცოტას დავისვენებთ,“ – განაცხადა ყოფილმა პირველმა ლედიმ ვიდეოში, რომელიც მათ ახალ ვებგვერდზე The Obama Foundation პარასკევს განთავსდა.

 „საბოლოოდ, შეგვიძლია კარგად გამოვიძინოთ და დრო დავუთმოთ ოჯახს. სავარაუდოდ, ისე ხშირად აღარ გამოვჩნდებით“.

 თუმცა, მონატრებული შვებულების დაწყებამდე ყოფილმა პირველმა წყვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა – ობამების ფონდზე.

„უფრო მეტი, ვიდრე ბიბლიოთეკა, ან მუზეუმი – ეს იქნება საცხოვრებელი და სამუშაო ცენტრი მოქალაქეებისთვის. ამიტომ გვინდა თქვენი აზრიც მოვისმინოთ. გვითხარით, როგორი გინდათ იყოს ეს პროექტი, რას ფიქრობთ,“ – აღნიშნავს ვიდეოში ბარაკ ობამა.

ცენტრი ჩიკაგოს სამხრეთით განთავსდება, თუმცა “ეს არ იქნება ერთი ქალაქისთვის, ცენტრი მთელი მსოფლიოსთვის შეიქმნება”.

„მოგვწერეთ თქვენი იდეების, სურვილების, იმედის შესახებ, რისი მიღწევა შეგვიძლია ერთად,“ – განაცხადა მიშელ ობამამ.

ინაუგურაციის ცერემონიალის შემდეგ, ბარაკი, მიშელი და მათი ორი შვილი – მალია და საშა თეთრ სახლს დაემშვიდობნენ და კალიფორნიაში, პალმ სპრინგსში გაემგზავრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები