LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რას გავაკეთებდი უკრაინაში ამ უსახურების ნაცვლად… უკრაინელი სამხედროების 1 000 მცირეწლოვან შვილს ჩვენს კურორტზე დასვენებას შევთავაზებდი” – სააკაშვილი სამოქმედო გეგმას აქვეყნებს

149
mikheilsaakashvili

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს. ამჯერად, ის იმ სამოქმედო გეგმაზე წერს, რომელიც მას უკრაინის მხარდასაჭერად ექნებოდა:

“რას გავაკეთებდი უკრაინაში ამ უსახურების ნაცვლად, პირველ რიგში:

1. გავაგზავნიდი პრემიერს არამხოლოდ კიევში, არამედ დასავლეთის დედაქალაქებსა და თურქეთში დახმარების მობილიზაციისთვის;

2. გადავცემდი უსასყიდლოდ რამდენიმე „დიდგორს“ და ტყვიაწამლით დატვირთულ თვითმფრინავს (რაც ლიეტუვამ გაგვიკეთა 2008 წელს);

3. გამოვაცხადებდი შეთავაზებას უკრაინელი სამხედროების 1 000 მცირეწლოვანი შვილის დასვენების ჩვენს კურორტებზე;

4. შევუერთდებოდი სამთა კავშირს – ლონდონი, ვარშავა, კიევი;

5. გავაფრთხილებდი მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიებთან ერთად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას აპირებს (თუ მსოფლიომ წინასწარ არ იმოქმედა, რუსეთი მინიმუმ ცხინვალის ანექსიას გააკეთებს.

სულ რომ ბოლომდე შეუძვრეს ივანიშვილი, ეს მისთვის არაფერს ცვლის, ვინაიდან ის დასავლეთს ექიშპება და უგებს ნიშანს და ივანიშვილი სასაცილოდ არ ყოფნის. ამ გზით ივანიშვილი დასავლეთსა და უკრაინას მაინც მოიმადლიერებდა)”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

“სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა, ნამდვილად არ არის მითი” – სააკაშვილის ეკონომიკური გეგმა სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g