ადამიანის ყოველდღიურობა სავსეა მოულოდნელობებით. როგორც წესი, ჩვენი ბიუჯეტის ხარჯები ცვალებადია. ერთ თვეს შეიძლება ყოველდღიურ, საყოფაცხოვრებო საჭიროებებს დაეთმოს თვიური შემოსავალი, მეორე თვეს კი შეიძლება გამოჩნდეს ისეთი ერთიანი ხარჯი, რომელსაც არც ყოველთვიური ხელფასი და არც დანაზოგი ჰყოფნის. ასეთ დრო, ერთ-ერთი გამოსავალი უძრავი თუ მოძრავი დიდი ქონების გაყიდვა, გაქირავება, ან მისი სხვა გზით ფულად რესურსში გადაცვლა არის ხოლმე.
ასეთ დროს ყველაზე დიდი დისკომფორტი არის ფულის სანაცვლოდ ქონებასთან გამომშვიდობება, თუმცა არსებობს ისეთი სერვისებიც, რომლებიც სულაც არ საჭიროებენ ქონების სხვისთვის გადაცემას. ასეთ სერვისებს განეკუთვნება უკულიზინგი ან ავტო ლომბარდი. ორივე შემთხვევაში მანქანის მძღოლი საფინანსო ორგანიზაციასთან დებს ისეთ შეთანხმებას, რომლის სანაცვლოდაც ის თან ფულს იღებს და ამასთან ერთად არ წყვეტს სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობას.
რა არის ავტო ლომბარდი?
ავტოლომბარდი არის მანქანის უზრუნველყოფით თანხის მიღების შესაძლებლობა. მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და მანქანის ტექპასპორტის მეშვეობით, ხანმოკლე პროცედურის შედეგად, ადამიანს შეუძლია ისარგებლოს ავტო ლომბარდით.
საქართველოში არსებული სხვადასხვა კომპანიების ვალდებულების დაფარვის პერიოდი მაქსიმუმ 72 თვეს უტოლდება, მისაღები თანხის მაქსიმუმი 50 თასიდან 100 ათასამდე მერყეობს. რაც შეეხება წლიურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, დაახლოებით 27-37%-იან შუალედში მერყეობს.
რა არის უკულიზინგი?
უკულიზინგიც მსგავსი შინაარსისა და დანიშნულების სერვისია მომხმარებლისათვის. უკულიზინგით სასრგებლობა მოგოს მომხმარებლებს შეუძლიათ და ეს სერვისი მათ სთავაზობს მანქანის უზრუნველყოფით ფულის მიღების შესაძლებლობას. ამ თანხის გამოყენება კი შესაძლებელია ნებისმიერი მიზნობრიობით.
უფრო კონკრეტულად, უკულიზინგის პროცესი შემდეგნაირია: მაშინ, როდესაც მომხმარებელს ერთიანი თანხა ესაჭიროება, მას შეუძლია საკუთარი მანქანა მიყიდოს სალიზიინგო კომპანიას, ამ შემთხვევაში მოგოს. ამ დროს, მოგო დოკუმენტურად ხდება ავტომობილის მესაკუთრე, რის შემდეგაც მოგო ამავე ავტომობილს ლიზინგით უკან უბრუნებს მომხმარებელს.
გამოდის, რომ მომხმარებელი საკუთარი მანქანის სანაცვლოდ იღებს თანხას და ამასთან ერთად აგრძელებს მანქანის მოხმარებას. მართალია, მომხმარებელი დროებით კარგავს ავტომობილის მესაკუთრეობას, მაგრამ არ კარგავს მის მფლობელობას, რაც ქონების მოხმარების უფლებას გულისხმობს.
ამ პროცესების შემდეგ, მომხმარებელი მისთვის სასურველი ვადით იწყებს მიღებული თანხის დაბრუნებას სალიზინგო კომპანიისთვის. ფაქტობრივად, მას უწევს სალიზინგო ხელშეკრულების თანახმად ვალდებულების დაფარვა. ვალდებულების დასრულების შემდეგ კი ავტომობილი გადადის მომხმარებლის მფლობელობაშიც და საკუთრებაში.
რა უპირატესობები აქვს უკულიზინგს?
მართალია უკულიზინგის სერვისის შინაარსი ავტო ლომბარდის მსგავსია, თუმცა განსხვავება დეტალებშია და სწორედ ეს განსხვავებაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მომხმარებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
პირობები
მაგალითად, მოგოს უკულიზინგით კომპანიისგან მისაღები თანხის მაქსიმალური რაოდენობა არის 100 000 ლარი, გადახდის პერიოდი არის მაქსიმუმ 84 თვე, თავდები განისაზღვრება ინდივიდუალურად. რაც შეეხება წლიურ ეფექტურ საპროცენტო გაანკვეთს, როგორც წესი, რაოდენობა უკულიზინგის შემთხვევაში მომხმარებლისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ეს სხვადასხვა ავტო ლომბარდის შემთხვევაში არის ხოლმე.
გადახდის პროცესი
ყველაფერ ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ მოგოს სერვისი მაქსიმალურადაა მორგებული თითოეულ მომხმარებელს და მიდგომა არის ინდივიდუალური. ეს ეხება გადახდის პროცესსაც. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ხელშეკრულების დაფარვამდე შეექმნა გაუთვალისწინებელი სიტუაცია, დასჭირდა გადახდის ვადის გახანგრძლივება, გადახდის თარიღის ცვლილება და სხვა, მოგოსთან დროული კომუნიკაციის საფუძველზე ორმხრივი ინტერესების დაცვით ყველანაირი შეთანხმება შესაძლებელია.
გაიგეთ მეტი მოგოს პროდუქტების შესახებ: ავტოლიზინგი, სკუტერ ლიზინგი , სპეც ტექნიკის ლიზინგი.
იხილეთ სხვა საინტერესო სტატიები ჩვენს ბლოგზე: როგორი უნდა იყოს ეკონომიური ავტომობილი | რა განსხვავებაა ავტო სესხსა და ავტო ლიზინგს შორის
R