რას გულისხმობს ეფექტური კომუნიკაცია მშობელსა და შვილს შორის – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა სალომე კაკაბაძემ ისაუბრა.
რას ნიშნავს ფსიქოლოგიაში ეფექტური კომუნიკაცია?
მშობლისთვის, შვილის აღზრდა საკმაოდ შრომატევადი, რთული და საპასუხისმგებლო მისიაა. მშობელი ბავშვისთვის წარმოადგენს ავტორიტეტსა და მაგალითს. შესაბამისად, აღზრდის ძირითადი ხაზიც მას მიჰყავს. აღზრდის პროცესსა და ბავშვის ფსიქიკურ კეთილდღეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მშობლის მიერ არჩეული აღზრდის სტილი და მიდგომები. მშობლები, ძირითადად, ყოველთვის ცდილობენ, იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და მიიჩნევენ, რომ ყველანაირ ფიზიკურ, თუ ემოციურ საჭიროებას აკმაყოფილებენ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ვერ იღებენ სასურველ შედეგს არასწორი მიდგომის გამო. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მშობლებმა იცოდნენ ეფექტური მიდგომები ბავშვებთან ურთიერთობის პროცესში.
ფსიქოლოგიაში ეფექტური კომუნიკაცია მრავლისმომცველი თემაა და არსებობს სხვადასხვა მეთოდი/ტექნიკა ბავშვთან ჯანსაღი ურთიერთობის დასამყარებლად. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ეფექტური კომუნიკაციის ერთ-ერთ ტექნიკაზე – „მიღების“ და „არმიღების ენა-ზე“.
რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის უპირობო მიღება?
ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ხშირად შევხვდებით ბავშვის უპირობო მიღების ცნებას, ანუ მიღებას ისეთად, როგორიც არის ის ყველა ასპექტში. ზოგ შემთხვევაში, ეს მშობლებში, შესაძლოა, იწვევდეს გაუგებრობასა და პროტესტს: ისინი ხომ ისახავენ მიზნებს, რომ აღზარდონ ბავშვში დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა, ასწავლონ აკურატულობა, თავიანთი აგრესიის კონტროლი და ა. შ. მშობლები კი, რომლებიც უპირობოდ იღებენ თავიანთ შვილებს, ვერ ავითარებენ ასეთ თვისებებს შვილებში და შედეგად იღებენ საკმაოდ ეგოცენტრულ პიროვნებას. ასეთი მაგალითები ხშირია ჩვეულებრივ ცხოვრებაში. თუ ადრე მიღებული იყო, რომ უპირობო სიყვარულის (ანუ სიყვარული უპირობო მიღებით) მატარებელი არის დედა, ხოლო პირობითის – მამა, ამჟამად, ითვლება, რომ თითოეული მშობელი უნდა ასრულებს ამ ორივე ფუნქციას, თუმცა, კონკრეტულ ოჯახებში სიტუაცია შეიძლება სხადასხვაგვარად აეწყოს. მთლიანობაში მამის სიყვარული უფრო მეტად პირობითია, ხოლო ბავშვისა და დედის დამოკიდებულების ფორმირებაზე დიდ როლს თამაშობს პირველი ურთიერთობის გამოცდილება. სწორედ პირველ წლებში სჭირდება ბავშვს ყოვლისმომცველი სიყვარული და უპირობო მიღება, რაც შედეგად მისცემს მას სამყაროსადმი ნდობისა და თავის თავში დარწმუნებულობის განცდას. ამიტომაა, ბევრ კულტურაში ბავშვებს 5-6 წლამდე აძლევენ თავისუფლებას, ხოლო შემდეგ იწყება აკრძალვებისა და სოციალური მოთხოვნების სწავლება.
თუ დედა მარტო ზრდის თავის შვილს, მან უნდა მოახერხოს თავის თავში მიმღები და არმიმღები მშობლის თვისებების შერწყმა. ადამიანი ცხოვრობს სამყაროში, სადაც რაღაც მოსწონს, რაღაც არ მოსწონს, ასევე, განიცდის სხვადასხვა გრძნობას შვილის მიმართაც: პოზიტიურსაც და ნეგატიურსაც, ამიტომ უნდა იყოს მიმღებიც და არმიმღებიც.
ხდება ისეც, როცა ზოგიერთი მშობელი მოირგებს ხოლმე ყველანაირად მიმღები მშობლის როლს, მაგრამ ასეთ დროს ადამიანი არ არის გულწრფელი. ამას გრძნობს, პირველ რიგში, ბავშვი და გარშემომყოფებიც. ის მაინც ხვდება, რომ მშობლებს არ მოსწონთ მისი ქცევა.
თითოეულ მშობელს აქვს გარკვეული ზონა მიღების და არმიღების. თუ რომელი ზონაა უფრო მეტად წარმოდგენილი შვილთან ურთიერთობისას, დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, რომლებიც პირობითად შეიძლება დავყოთ 3 ჯგუფად:
მაშასადამე, თუ მშობელი ხშირად იმყოფება შვილის მიღების მდგომარეობაში, მაშინ ვსაუბრობთ შედარებით მიმღებ მშობელზე და, პირიქით.
რას გულისხმობს „მიღების ენა” და „არმიღების ენა”:
„მიღების ენა” მოიაზრებს: ქცევის და არა პიროვნების შეფასებას („მე მწყინს, რომ არ გაუყავი დას სათამაშოები”) შექებას, კომპლიმენტს, დროებით ენას (“დღეს შენ ეს დავალება არ გამოგივიდა”), ალერსიანი სიტყვების მხარდაჭერას, დაინტერესების გამოვლენას, თავისივე თავთან შედარებას, პოზიტიურ სხეულებრივ კონტაქტს, თვალებით კონტაქტს, კეთილგანწყობილ ინტონაციებს, ემოციურ გაერთიანებას, წახალისებას, ასევე, ბავშვის გრძნობების გამოხატვას და ასახვას.
„არმიღების ენა” მოიაზრებს: უარს ახსნა-განმარტებაზე, პიროვნების ნეგატიურ შეფასებას (“შენ ძალიან ძუნწი ბიჭი ხარ”), მუდმივ ენას (“შენ არასოდეს არაფერი გამოგდის ისე, როგორც საჭიროა”), მინიშნებას, რომ არ შეესაბამება მშობლის მოლოდინებს, იგნორირებას, ბრძანებას, წარუმატებლობაზე ხაზგასმას, შეურაცხყოფასა და ნეგატიურ ინტონაციებს.
ჩამონათვალში ვხედავთ, რომ არის როგორც ვერბალური, ასევე, არავერბალური გამოვლინებები. ვიცით, რომ მეტყველების არავერბალურ გაფორმებაზე დიდადაა დამოკიდებული, თუ როგორ აღიქვამენ ჩვენ სიტყვებს ბავშვები.
მშობლები აღიარებენ, რომ ბევრად ადვილია წარმოთქვა ფრაზები “არმიღების ენაზე” და ბევრად ძნელია ფრაზების ფორმულირება “მიღების ენაზე”, განსაკუთრებით თუ იგი უნდა შეიცავდეს არა მარტო თანხმობასა და მოწონებას, არამედ არდათანხმების ელემენტებსა და აღმზრდელობით აზრსაც.
7 რჩევა ფსიქოლოგისგან: