LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას გულისხმობს ესთეტიური სტომატოლოგია – სილამაზის აკადემია

42
ზურაბ-იაკობაშვილი

რას გულისხმობს ესთეტიკური სტომატოლოგია – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ მარიკა კუბლაშვილის სტომატოლოგიური კლინიკის ორთოდონტმა, სტომატოლოგმა ზურაბ იაკობაშვილმა ისაუბრა.

რა არის ესთეტიური სტომატოლოგია?

ესთეტიური სტომატოლოგია ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. ეს არის ზრუნვა ლამაზ ღიმილზე. ამ მიმართულებაში ერთ-ერთი მოთხოვნადი პროცედურაა ვინირები, რომელზეც ყველაზე მეტი მომართვიანობაა.  თანამედროვე ვინირება კბილის მინიმალურ დამუშავებას გულისხმობს.

რა ჩვენება აქვს ვინირებს?

ეს არის ფერის მსუბუქი აცდენა, რაც შეიძლება გვქონდეს ვინირების დროს.

როცა არის კბილი მეტად გადასული, თანკბილვის ანომალიაა, მარტივი გზებს არ უნდა ავირჩიოთ, უნდა ჩავრთოთ სხვა მიმართულებები სტომატოლოგიაში. გახსოვდეთ, დიდი ზომის დეფორმაციები არ უნდა მოვაგვაროთ მარტივი გზით.

ჰოლივუდის ღიმილი ისევ აქტუალურია?

დიახ, ისევ აქტუალურია. ეს არა მარტო ჩვენთან, არამედ მსოფლიო მოსახლეობის გონებაში დაილექა. თუმცა თანამედროვე სტომატოლოგია, მაინც ბუნებრივობისკენ იხრება.

ყველაზე ხშირად ჰოლივუდის ღიმილზე ინფლუენსერები, მსახიობები, წამყვანები მაკითხავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები