LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას გულისხმობს სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამა?

156
715x400

თუ შვილი 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შეგეძინათ, ან ხართ 3 ან მეტი ბავშვის მშობელი თქვენთვის სასიამოვნო სიახლეა. საცხოვრებლის შეძენის, გაფართოების, ან პირობების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფომ სუბსიდირების პროგრამა აამოქმედა.

როგორ მოქმედებს პროგრამა?

მრავალშვილიან ოჯახებს ან მათ, ვისაც შვილი შეეძინა/აიყვანა 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, შეუძლიათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის პროცენტის თანადაფინანსებით, 5 წლის ვადით.

უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 1.5%-დან 8%-მდე დაუფინანსებს მრავალშვილიან მშობლებს, ვისაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ, ხოლო ერთი ან ორი შვილის მშობელს, რომელსაც ბავშვი 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შეეძინა, 3.5%-დან 6%-მდე. სუბსიდირებული განაკვეთი დამოკიდებულია მსესხებლის ინდივიდუალურ მონაცემებსა და მდგომარეობაზე.

გაითვალისწინეთ, რომ ბინის შესაძენად აღებული იპოთეკური სესხი არ უნდა აღემატებოდეს 200 000 ლარს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გაქვთ უფლება 200 000 ლარზე მეტი ღირებულების ბინა/სახლი შეიძინოთ, ამ შემთხვევაში, დანარჩენი თანხა მსესხებლის თანამონაწილეობით უნდა დაიფაროს. ამასთან, პროგრამის ფარგლებში კრედიტი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში – ლარში.

აღსანიშნავია, რომ კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, მსესხებელს ბანკის მიმართ წინსწრების საკომისიოს გადახდა არ მოუწევს.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მსესხებელი?

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ქორწინებაში მყოფ მშობლებს, მარტოხელა მშობელსა და ქვრივს. ამასთან, მსესხებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე,  სესხის აღების მომენტში უნდა ჰყავდეს:

  • 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი

  • 3 ან მეტი შვილი, რომელთაგან თითოეული არასრულწლოვანია

  • 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ აყვანილი არასრულწლოვანი შვილი

იპოთეკური სესხის აღება შესაძლებელია, როგორც მშენებარე, ასევე მეორეული ბინის ან საკუთარი სახლის აშენებისთვის. თუ პროგრამით სარგებლობას დაიწყებთ ორი შვილის ყოლისას და პროგრამის პერიოდში მესამე შვილი გაგიჩნდებათ ან აიყვანთ, ამ ფაქტის დადასტურებისთანავე სახელმწიფო უფრო მეტ პროცენტს დაგიფინანსებთ. სუბსიდირების შეწყვეტა ხდება მხოლოდ ერთი მიზეზით, თუ მსესხებელი სესხის გრაფიკით გათვალისწინებული მინიმალური შენატანის გადახდას 120 დღეზე მეტით გადააცილებს, ვეღარ გააგრძელებს პროგრამით სარგებლობას.

როგორ მოვითხოვოთ სესხი სუბსიდირების პროგრამით?

უპირველესად უნდა შეარჩიოთ ბინა/სახლი. ამისთვის კი საუკეთესო გზა უძრავი ქონების ყველაზე დიდი პლატფორმა Area.ge გახლავთ. არეა უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა პირველად და მეორად ქონებას ერთ სივრცეში აერთიანებს. აქ შეგიძლიათ ნახოთ როგორც დეველოპერული კომპანიების მიმდინარე პროექტები, ასევე მესაკუთრეების მიერ შეთავაზებული, მუდმივად განახლებადი გასაყიდი თუ გასაქირავებელი ბინები.

გარდა ამისა, Area-ს დახმარებით, საიტიდანვე შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია სასურველ ქონებაზე და მოითხოვოთ იპოთეკური სესხი სუბსიდირების პროგრამით. ეს ავტომატურად გულისხმობა იმას, რომ საიტზე არსებული სესხის კალკულატორის დახმარებით თავად შეძლებთ, გამოითვალოთ რამდენის გადახდა მოგიწევთ ყოველთვიურად, გაიგებთ საბოლოოდ როგორი იქნება თქვენი საპროცენტო განაკვეთი სუბსიდირების ჩათვლით და რამდენი დაგჭირდებათ თანამონაწილეობისთვის.

თუ აკმაყოფილებთ სუბსიდირების პროგრამით გაწერილ მოთხოვნებს, არეას პლატფორმა ქონების ძიების, შეძენის, სესხის მოთხოვნის სრულ ციკლში თქვენს გვერდით იქნება და გაგიწევთ მეგზურობას ოცნების სახლის შესაძენად.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები