მრავალი ტიპის სატრანსპორტო საშუალება არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება თუ საჭიროება აქვს. ნებისმიერი მოძრავი ქონება საჭიროებს ერთიან დიდ თანხას და ერთიანი ფულის არ არსებობის შემთხვევაში, საფინანსო ორგანიზაციები საუკეთესო გამოსავალია სასურველი სატრანსპორტო საშუალების სწრაფად შესაძენად. ლიზინგი სწორედ ის გამოსავალია, რომელიც მომხმარებელს სწრაფი და მარტივი პროცედურების სანაცვლოდ თანხას აძლევს, თუმცა, როგორც წესი, ლიზინგით სარგებლობა, ქართული სალიზინგო კომპანიების მაგალითზე, დიდ მრავალფეროვნებას არ სთავაზობს მომხმარებელს, სასურველი სატრანსპორტო საშუალების ტიპის შერჩევისას. სალიზინგო კომპანია “მოგო” გამონაკლისია იმ თვალსაზრისით, რომ მომხმარებელს სატრნსპორტო საშუალების უამრავი ტიპის ჩამონათვალზე აძლევს ლიზინგით სარგებლობის შესაძლებლობას. ერთ-ერთი სალიზინგო სერვისი “მოგოში” არის სპეც ტექნიკის ლიზინგი. სწორედ ამ საკითხს დაეთმობა აღნიშნული ბლოგიც.
რა არის სპეც ტექნიკის ლიზინგი?
უპირველეს ყოვლისა, ვუპასუხოთ კითხვას თუ რა არის სპეც ტექნიკა. სპეც ტექნიკაში “მოგო” მოიაზრებს ტრანზიტ მოდელებს, ანუ ტვირთის გადამზიდი ტიპის სატრანსპორტო საშუალებებს. ამ მანქანების პრაქტიკული დანიშნულება გარკვეული წონითი კატეგორიის ტვირთის გადაზიდვაა და მრავალ საქმიანობაში გამოსადეგი და საჭირო მანქანაა. მოგო სწორედ მსგავსი სატრანსპორტო საშუალებების ლიზინგს სთავაზობს მომხმარებლებს. სატვირთოს ლიზინგით სარგებლობა კი გარკვეულ პირობებს უკავშირდება.
რა პირობებს გვთავაზობს მოგო სპეც ტექნიკის ლიზინგით მისაღებად?
სპეც ტექნიკის ანუ ტრანზიტ მოდელების ლიზინგით სარგებლობამდე მომხმარებელმა უნდა იცოდეს რამდენიმე დეტალი. “მოგოს” პირობების თანახმად, გადამზიდის ტიპის ავტომობილი უნდა იყოს 1997 წლის შემდეგ გამოშვებული, B კატეგორიის, 3.5 ტონამდე და შემდეგი მოდელებიდან ერთ-ერთი:
- Ford – Transit
- Daihatsu – Hijet
- Suzuki – Curry Truck
- Subaru – Sambar-truck
- Mitsubishi – Minicub
ამ დეტალებთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ სალიზინგო კომპანიისგან მისაღები მაქსიმალური თანხის რაოდენობა სპეც ტექნიკის ლიზინგის შემთხვევაში უტოლდება 100 000 ლარს, გადახდის პერიოდი არის 84 თვემდე, თავდები კი განისაზღვრება ინდივიდუალურად.
როგორ ვისარგებლო სპეც ტექნიკის ლიზინგით?
მოგოში ყველა სალიზინგო პროდუქტით სარგებლობა უკავშირდება ერთსა და იმავე ეტაპებს. სპეც ტექნიკის ლიზინგიც მოიცავს იმ 4 მარტივ საფეხურს, რომლების გავლაც სხვა სატრანსპორტო საშუალების ლიზინგის დროს უწევს მომხმარებელს და ესენია:
1. სატრანსპორტო საშუალების შერჩევა
სპეც ტექნიკის ლიზინგის შემთხვევაში მომხმარებელს უწევს არჩევანი გააკეთოს ზემოთ ჩამოთვლილი 5 მოდელიდან ერთ-ერთზე.
2. განცხადების შევსება
ეს ეტაპი უკავშირდება მოგოს ვებ გვერდზე სატრანსპორტო საშუალებისა და მომხმარებლის შესახებ მცირე ინფორმაციის მითითებას. განაცხადის შევსების შემდეგ კი მოგოს წარმომადგელები უკავშირდებიან მომხმარებელს და აცნობენ დეტალურ ინფორმაციას თანხებზე, ვადებზე და ლიზინგის სხვა პირობებზე.
3. ხელშეკრულების გაფორმება
განცხადების დადებითად გნხილვის შემდეგ, ფორმდება სალიზინგო ხელშეკრულება მომხმარებელსა და მოგოს შორის. ამ ხელშეკრულების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ხდება მოგო, მფლობელი კი მომხმარებელი. ეს გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს აქვს სპეც ტექნიკით სარგებლობის უფლება. სალიზინგო ვალდებულების დასრულების შემდეგ კიმომხმარებელი ხდება როგორც მესაკუთრე, ისე მფლობელი, ანუ იურიდიულდაც და პრაქტიკულადაც სპეც ტექნიკა ხდება მისი.
4. სატრანსპორტო საშუალების დარეგისტრირება
ხელშეკრულების გაფორმების და შსს-ს მოსმახურების სააგენტოში სპეც ტექნიკის კომპანიის სახელზე გადაფორმების შემდეგ, მომხმარებელი დაფინანსდება მოგოს მიერ და ის უკვე შეძლებს სასურველი ტრანსპორტით სარგებლობას.
იხილეთ “მოგოს” სხვადასხვა პროდუქტები: ავტოლიზინგი, უკულიზინგი, სკუტერ ლიზინგი, სპეც ტექნიკის ლიზინგი
ასევე წაიკითხეთ სტატია: უკულიზინგი თუ ავტოლომბარდი | უკულიზინგი – თუ ფული სასწრაფოდ გჭირდება
R