ცოტა ხნის წინ, საქართველოში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა – პაციენტის ტვინიდან ექიმმა 15-სანტიმეტრიანი ცოცხალი ჭია, ღორის სოლიტერი ამოიყვანა.
მედიკოსების განცხადებით ეს არის უნიკალური შემთხვევა – ამ დრომდე თავის ტვინში ლენტისებური ჭია არასდროს დაფიქსირებულა.
ოპერაცია, რომელიც 3 საათს გაგრძელდა, 34 წლის ნეიროქირურგმა – გიორგი სექანიამ გააკეთა, პაციენტი კი ია ნარსიაა, რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში მკურნალობდნენ როგორც ონკოლოგიური პაციენტს, რადგან ჭია სიმსივნური წარმონაქმნი ეგონათ.
ნეიროქირურგი გიორგი სექანია და მისი პაციენტი უნიკალური შემთხვევის შესახებ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „P.S“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობენ:
„ვერ დავდიოდი, თვალებში ვერ ვიხედებოდი, ძალიან ცუდად ვიყავი.
ექიმმა მითხრა: „ნუ გეშინია, ძალიან კარგ ოპერაციას გაგიკეთებ, მისასვლელად კარგ ადგილას გაქვსო“. ეს სიტყვები არასდროს დამავიწყდება, ვიფიქრე, ეს ბავშვი არ გამწირავს- მეთქი“, – იხსენებს ია ნარსია.
„ფორმას იცვლიდა, ხან შეშუპების ხარისხი იცვლებოდა. საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნე იყო.
ჭია სიღრმეში იყო, იქ ყველა მილიმეტრი კილომეტრის ტოლფასია. ამოყვანის მომენტში, ალბათ, 10-15 სანტიმეტრამდე იყო, მაგრამ როდესაც გაიშალა შეიძლება 15 სანტიმეტრამდეც ყოფილიყო.
ინტერვიუ პაციენტთან, რომელსაც ტვინიდან 15 სმ-იანი ცოცხალი ჭია ამოუღესინტერვიუ პაციენტთან, რომელსაც ტვინიდან 15 სმ-იანი ცოცხალი ჭია ამოუღეს – კურიერი P.S-ის ექსკლუზივი. 34 წლის ქირურგის მიერ ჩატარებული უნიკალური ოპერაცია.
Posted by Rustavi 2 • რუსთავი 2 on კვირა, 23 თებერვალი, 2025