LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ითხოვენ სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფოსგან

122

სადაზვევო კომპანიების წარმომადგენლები ქვეყანაში სადაზღვევო კულტურის არარსებობაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, საჭიროა, მსოფლიო პრაქტიკის დანერგვა და სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება. ”უნისონის” დირექტორი ამბობს, რომ ამისთვის აუცილებელია საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და მისი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. გარდა ამისა, ”უნისონის” დირექტორის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირებულობა.

კომპანიები განსაკუთრებულ აქცენტს ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევაზე აკეთებენ. მათი ცნობით, ეს საჭირო ინიციატივაა, თუმცა აქვე ხაზს უსვამენ სხვა ტიპის სავალდებულო დაზღვევებსაც.

ეკონომისტები კი ”ფორტუნასთან” საუბარში განმარტავენ, რომ ევროპის ქვეყნებში სავალდებულო დაზღვევა მოქმედებს, რაც საქართველოშიც უნდა დაინერგოს. ექსპერტების თქმით, ეს სადაზღვევო კულტურის ამაღლებას ხელს შეუწყობს და მოსახლეობაც მაქსიმალურად დაცული იქნება. რაც შეეხება ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის  დაზღვევას, ის, სავარაუდოდ მომავალი წლიდან ამოქმედდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g