“რას კითხავდით თბილისის მერს” – პარტიამ “ანა დოლიძე-ხალხისთვის” ახალი კამპანია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მან მოქალაქეებს მოუწოდა, დააფიქსირონ პრობლემები, რომლებზეც თბილისის მერთან ისაუბრებდნენ.
თბილისის საკრებულოს წევრმა, ნინო წულაძემ საკრებულოში თბილისის მერის კახა კალაძის წლიური ანგარიშის წარდგენის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გამართა.
“კამპანია თბილისის საკრებულოსთან გაიხსნა, ჩვენ მიერ მომზადდა ბანერი, რომელზეც განთავსდა მოქალაქეების მიერ დატოვებული შეკითხვები, რომელსაც გავაჟღერებთ საკრებულოს სხდომაზე, მსვლელობა რამდენიმე ლოკაციაზე გაგრძელდა, მასში ჩართული იყვნენ, როგორც საკრებულოს წევრი ნინო წულაძე, ასევე პარტიის აქტივისტები, ჩვენ პირადად გავეცანით დედაქალაქში არსებულ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს”, – განაცხადა ნინო წულაძემ.