LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რას მებლატავები ბიჭო” – საკრებულოში ლევან ხაბეიშვილი და გიორგი დოხტურიშვილი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

1111
Capture

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი და “ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე, ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ხაბეიშვილმა მოითხოვა ერეკლე კუხიანიძეს სხდომა დაეტოვებინა. ის აცხადებდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კომისიის წევრებს სხდომის დაწყების საშუალებას არ მისცემდა.

ერეკლე კუხიანიძეს სხდომა არ დაუტოვებია. ის ლევან ხაბეიშვილს მასხარას უწოდებდა.

ხაბეიშვილი და დოხტურიშვილი ერთმანეთისადმი მიმართვის ფორმებმა გააღიზიანა, რის შემდეგააც კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ლევან ხაბეიშვილმა დაპირისპირების შემდეგ სხდომა დატოვა.

“მეუბნებიან, რო კომისიაზე სახელმწიფოს მტერთან უნდა ვისაუბრო. მაშინ, როცა ვაჟა გაფრინდაშვილი ტყვეობაშია, ეს კაცი თბილად გადაადგილება და კომისიის სხდომაზე თურმე პეპლებზე ამ კაცთან უნდა ვისაუბრო. პატარა გავრილოვი გვიზის დედაქალაქის საკრებულოში. ამ კაცს საკრებულოში კი არა საზოგადოებაშიც არაფერი ესაქმება” – განაცხადა ხაბეიშვილმა სხდომის დატოვების შემდეგ.