LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას მოგვცემს ენერგეტიკის სექტორში თავისუფალი ბაზარი და რა ცვლილებები იგეგმება – დავით ნარმანია “ბიზნესკურიერის” ეთერში

16
d076f37efd070b62b408f3772a7029d0-XL

უკვე მეორე დღეა ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციისა და მონიტორინგის მნიშვნელობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

მონაწილეები განიხილავენ ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის, ლიბერალიზაციის პროცესისა და კონკურენციის მნიშვნელობას საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითებზე.

კონფერენცია სემეკის ორგანიზებით ტარდება.

რამდენად აუცილებელია ენერგეტიკის სექტორში კონკურენციისა და ბაზრის მონიტორინგის წარმოება და რა მოგვცა კონკურენციის შესახებ კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა, აღნუშულ თემაზე „ბიზნესკურიერთან“ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ისაუბრა.

„ეს სიახლეა საქართველოსთვის იმიტომ, რომ ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის მნიშვნელოვანი ელემენტები სწორედ ახლა ინერგება და იგეგმება.

ჩვენ ევროპულ პრაქტიკას და გამოცდილებას მივყვებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა თავის დროზე გახსნეს ენერგეტიკული ბაზარი და ბაზრის გახსნამ კონკურენციის განვითარებას შეუწყო ხელი და შესაბამისად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თავლსაზრისით, იმ თვალსაზრისით, რომ ვინმემ არ დაარღვიოს მომხმარებელთა უფლებები მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს უწყება, რომელიც ბაზრის მონისტორინგს განახორციელებს.

გამომდინარე იქიდან, რომ არსებობენ ევროპის ქვეყნებში და ჩვენთანაც საქართველოში ე.წ სექტორსპეციფიკური მარეგულირებლები, როგორიც არის ვთქვათ ენერგეტიკის დარგში სემეკი, კომუნიკაციების დარგში კომუნიკაციების კომისია და საფინანსო სექტორს თავისი მარეგულირებელი ჰყავს, ევროპის ქვეყნებში მათ მონიტორინგს სწორედ მარეგულირებლები ახორციელებენ, სწორედ ამიტომაც ჩვენსა და კონკურენციის სააგენტოს შორის ძალიან მკაფიოდ გაიყო საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ეს ფუნქციები და ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის საქმიანობაზე ზედამხედველობაა, ბაზარზე ზედამხედველობას უზრულვემყოფს სემეკი.“

რამდენად არის საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი კონკურენტული გარემო და რა მოგვცა საკანონმდებლო ცვლილებებმა – ირაკლი ლექვინაძე „ბიზნესკურიერის“ ეთერში

როგორც სემეკის თავმჯდომარეომ აღნიშნა, ჯერჯერობით საქართველოში ენერგეტიკული ბაზარი არის მონოპოლიური, გვყავს ერთი მიმწოდებელი ელექტროენერგიისა, რომელიც არის ქსელის მეპატრონე, თბილისში-“თელასი”, რეგიონებში-“ენერგოპრო.”

„ენერგეტიკის სექტორში ზაფხულში დაიწყება ბაზრის ეტაპობრივი გახსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბაზრის გახსნის შედეგად, ერთი მიმწოდებელი არ იქნება ენერგიის და მსხვილ მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ არჩევანი გააკეთონ და ბირჟაზე წარმოდგენილი სხვადასხვა მომწოდებლისგან იყიდონ ენერგია.“

დავით ნარმანიამ განმარტა, რომ მოქალაქეები ამ ცვლილებას არსებითად ვერ იგრძნობენ, იმიტომ რომ მიწოდების ტარიფებს სემეკი დაადგენს. მაგრამ ამავე ცვლილებით ნელ-ნელა მსხვილი მომხმარებლები გავლენ ბაზარზე და იყიდიან ენერგიას.

„აქ იქნება მიწოდების ნაწილში კონკურენცია. შესაბამისად, მსხვილ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, რომ ბაზარზე იყიდონ ენერგია და სწორედ იმიტომ, რომ ბაზარზე ფასი არ დამახინჯდეს და ვინმემ არ ისარგებლოს დომინანტური მდგომარეობით ამ ყველაფერს გააკონტროლებს მარეგულირებელი კომისია.

ბირჟის ამოქმედება კონკურენციის გაზრდას უწყობს ხელს, მიმწოდებლები ფასის მიხედვით გაწევენ კონკურენციას და მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა შეხედოს ფასებს და ფასის მიხედვით გააკეთოს არჩევანი.

იქნება ენერგიის როგორც დღიური, ისე საათობრივი შესყიდვა. იქნება საათობრივად განსხვავებული ფასები. როცა პიკია და მაღალი მოხმარებაა ასეთ შემთხვევაში შეიძლება ფასი უფრო მაღალი იყოს, მაგრამ ღამის საათებში, დასვენების დღეებში უფრო იაფი ენერგიის ყიდვის შესაძლებლობა ექნებათ.“-განაცხადა დავით ნარმანიამ “ბიზნესკურიერთან” საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g